კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მცხეთის გამგეობამ „ქართულ ოცნებას“ ცენტრალურ მოედანზე აქციის გამართვაზე უარი უთხრა

25 ივნისი, 2012

მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ 1 ივლისს, ცენტრალურ მოედანზე აქციის გამართვაზე უარი უთხრა. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა.

„ხელისუფლებისგან ჩვენ უკვე მივიღეთ უარი გაგვემართა აქცია ცენტრალურ მოედანზე. ახლა ველოდებით ოფიციალურ ნებართვას, რომ აქცია მცხეთის თეატრონის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩავატაროთ. ზეპირი შეთანხმდება მიღწეული გვაქვს, თუმცა ველოდებით ოფიციალურ დასტურს. აქცია 19:00 საათზე დაიწყება და ის გათვლილია მხოლოდ მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობაზე. ჩვენ არ ვახდენთ ხალხის მობილიზებას სხვადასხვა რეგიონებიდან, რადგან ეს არ გვჭირდება. წინა სამმა აქციამ აჩვენა რომ ხალხი თავისი სურვილით მოდის“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები