კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შსს-ს ცნობით, „განახლებული საქართველოს“ წევრი თაღლითობაში ბრალდებულის სტატუსით დააკავეს

26 ივნისი, 2012

შსს-ს სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა პარტია „განახლებული საქართველოს“ წევრი ვალერი გაბელაია, რომლის დაკავებაც, თანაპარტიელების განცხადებით პოლიტიკური ნიშნით მოხდა , თაღლითობაში ბრალდებულის სტატუსით დააკავა.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ქვემო ქართლის რეგიონის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის რაიონულ სამმართველოში მოქალაქე ჰიჯრან ალიევისა და ჰაბილ ბაშაევის განცხადების საფუძველზე თაღლითობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

შს-ს ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა შემდეგი: 2009 წლის დასაწყისში, წარსულში თაღლითობისთვის ნასამართლევმა, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ვალერი გაბელიამ, ჰიჯრან ალიევისა და ჰაბილ ბაშაევისგან, მათი ნდობის ბოროტად გამოყენებით, თაღლითურად მიისაკუთრა 10.000 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც დაჰპირდა, რომ მათი ნათესავი, ნასიმ იბრაგიმოვი, გავლენიანი ნაცნობობის მეშვეობით შესაწყალებელ პირთა სიაში მოხვდებოდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 23 ივნისს, ვალერი გაბელია სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტმა ბრალდებულის სტატუსით დააკავა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები