15:31, Tuesday, 21.05.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

დაპირისპირებამ სოფელ მერეთში მოსახლეობასთან ივანიშვილის შეხვედრა ჩაშალა

27.06.2012

სივილ ჯორჯია

შიდა ქართლის რეგიონის სოფელ მერეთში 26 ივნისს შეხლა–შემოხლა მოხდა, როდესაც ოპოზიციური კოალიციის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში.

ორი ადამიანი, ორივე ივანიშვილის მხარდამჭერი და მათ შორის ერთი ახალგაზრდა ქალი, საავადმყოფოში გადაიყვანეს სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.

ივანიშვილი, ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ლიდერთან ირაკლი ალასანიასთან ერთად სოფელ მერეთში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩავიდა. როდესაც ქართული ოცნების ერთ–ერთი მხარდამჭერი ივანიშვილს ესაუბრებოდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საჭიროების თაობაზე, შუახნის მამაკაცი მიუახლოვდა და განაცხადა:  „ომის პერიოდში სად ბრძანდებოდნენ“. შემდეგ ივანიშვილი თავად მიუახლოვდა შორიახლო მდგომ ქალების ჯგუფს და ერთ–ერთმა მათგანმა უთხრა მას: „მე თქვენ და თქვენისთანა ადამიანები მიმაჩნია საქართველოს მოღალატეებად… პუტინმა დაგავალათ საქართველოში არეულობა შეგეტანათ.” მეორემ კი უთხრა: „სააკაშვილი მარტო პრეზიდენტი კი არა, ჩვენი ღმერთია“. როდესაც ივანიშვილი ამ ქალებს ესაუბრებოდა, რამდენიმე მეტრის მოშორებით შეხლა–შემოხლა დაიწყო. ადგილობრივებმა, რომლებიც ივანიშვილს უჭერენ მხარს, განაცხადეს, რომ ჩხუბი მმართველი პარტიის, მათ შორის ადგილობრივი სახელისუფლებო სტრუქტურების თანამშრომლების პროვოცირებული იყო.

მსგავსი შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც „მიშა, მიშას“ სკანდირებდნენ იმ ტერიტორიის სიახლოვეს, სადაც ივანიშვილი ადგილობრივებთან შეხვედრას მართავდა, გასულ კვირეებში რამდენიმე სხვა სოფელშიც მოხდა აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებში. თუმცა, მერეთის ინციდენტი პირველი იყო, როდესაც დაპირისპირება მუშტი–კრივში გადაიზარდა. 

შსს–ს წარმომადგენელმა განაცხადა დეტალების დაკონკრეტების გარეშე, რომ მერეთის ინციდენტის გამოძიება დაიწყო და რამდენიმე ადამიანი გამოვლენილია, რომელთა მიმართაც კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება.

„ეს არის ტიპიური იდეოლოგია სააკაშვილის, რომ როგორმე დააპირისპიროს საქართველოს მოსახლეობა... ჩვენ გვქონდა შეხვედრა ჩვენს მხარდამჭერებთან. გასაგებია, რომ ყველას შეიძლება ჩვენი პოლიტიკა არ მოსწონდეს, ჩვენი მხარდამჭერები არ იყვნენ, მაგრამ მათ არ უნდა ჩაშალონ ეს პროცესი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სოფელ მერეთის დატოვებამდე.

თბილისში დაბრუნების შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მართალია პოლიციამ განაცხადა, რომ ინციდენტს იძიებს, მაგრამ გამოსაძიებელი არაფერია, ვინაიდან ეს ინციდენტი თავად პოლიციის მიერ იყო ორგანიზებული.

მერეთის ინციდენტზე კომენტირებისას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ თავშეკავებისკენ მოუწოდა. მან მიანიშნა, რომ მუშტი–კრივი შესაძლოა, იმ ადამიანების რეაქცია იყო, რომლებიც ივანიშვილის განცხადებებმა გააღიზიანა, განსაკუთრებით აგვისტოს ომის შესახებ.

„ძალიან კარგად მესმის რამდენად მძიმეა იქ მცხოვრები ადამიანებისთვის ნებისმიერი პოლიტიკოსის მხრიდან ისეთი სიტყვების მოსმენა, როგორიცაა „ომი დაიწყო საქართველომ“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მას, სავარაუდოდ, ივანიშვილის მიერ ნოემბერში გაკეთებული განცხადება ჰქონდა მხედველობაში.

„მე მესმის, რომ ამ ადამიანებისთვის ასეთი სიტყვები ასოცირდება კრემლის პოლიტიკის გაგრძელებასთან... მინდა, მოვუწოდო მთელ საზოგადოებას, ყველა პოლიტიკური ძალის მხარდამჭერს თავი ავარიდოთ ნებისმიერ ინციდენტს წინასაარჩევნო პროცესში, ვიყოთ თავშეკავებული, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის გამონათქვამი ან პოზიცია“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მერეთის ინციდენტამდე ერთი დღით ადრე პრეზიდენტი სააკაშვილი გამგებლებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა და მოუწოდა მათ, რომ „უპირობოდ დემოკრატიის, სამართლიანობის პრინციპით უზრუნველყოთ, რომ საარჩევნო პროცესი იყოს მართლაც სამაგალითო“.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?
უნდა გაეთავისუფლებინათ არ უნდა გაეთავისუფლებინათ მხოლოდ ნაწილი უნდა გაეთავისუფლებინათ მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC