პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს სააკაშვილის ავადმყოფობასთან დაკავშირებით პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას
27.06.2012
პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ ექიმებმა მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი დაუდგინეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ.
პრეზიდენტის პრესსპიკერის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად არ ყოფილა.
„ამასთან დაკავშირებით კომენტარსაც ვერ გავაკეთებ, სასაცილოა. პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს და სხვადასხვა ქვეყანაში სამუშაო ვიზიტები აქვს დადგეგმილი. დღეს სტამბულში მიემგზავრება, უახლოეს დღეებში კი, ბრიუსელში და ბაქოში“, - განმარტავს „ნეტგაზეთთან“ საუბარში მანანა მანჯგალაძე.
პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია „ალიას“ 26 ივნისის ნომერში გავრცელდა. გამოცემის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს 2012 წლის 14 ივნისს ვილნიუსის ერთ-ერთ კლინიკაში დიაგნოზი დაუსვეს.

„წინა ღამით საქართველოს პრეზიდენტი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩააფრინეს ლიტვაში, სადაც იქაურმა ფსიქიატრებმა სრული გამოკვლევის შემდეგ 7 საათში დადეს დასკვნა - „ქრონიკული ფორმის მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი“, - ნათქვამია გამოცემაში.
ნინო კახიშვილი, ნეტგაზეთი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?