კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფელ მერეთში დაკავებულ ოთხ პირს 10-დღიანი პატიმრობა მიესჯა

27 ივნისი, 2012

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში 26 ივნისის ინციდენტის დროს დაკავებულ ოთხ პირს გორის რაიონულმა სასამართლომ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსჯა.

ოთხი დაკავებულიდან ორი - დავით ბზიშვილი და ალექსი კიკოლაშვილი „ქართული ოცნების“ აქტივისტია. ხოლო ლაშა ჭიღლაძე და ალექსანდრე ოდიშვილი, როგორც „ქართულ ოცნების“ ადგილობრივ ოფისში ამბობენ, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისიტები არიან.

მოსამართლე დავით პაპუაშვილმა ოთხივეს 166-ე მუხლით ხულიგნობის ბრალდება წაუყენა, ალექსი კიკოლაშვილს კი 166-ე მუხლის გარდა, ბრალი 173-ე მუხლითაც წაუყენეს. რამდენიმესაათიანი სასამართლო სხდომის შემდეგ მოსამართლემ ოთხივე მათგანს 10 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

„ქართული ოცნების“ გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელები დღეს მოსამართლეს ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ლექსო ვალიაური აცხადებს, რომ სასამართლო პროცესზე მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ვიდეომასალა არ ადასტურებდა ბზიშვილისა და კიკოლაშვილის ბრალეულობას. სწორედ აქედან გამომდინარე მიიჩნევენ, რომ მოსამართლე დავით პაპუაშვილს ამ ორი ადამიანისთვის ადმინისტრაციული პატიმრობა არ უნდა შეეფარდებინა.

26 ივნისს სოფელ მერეთში ბიძინა ივანიშვილის სტუმრობას შეხლა-შემოხლა მოჰყვა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები