კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საბანკო ანგარიშის ყადაღის შესახებ საგამოძიებო მოქმედებებზე მონაცემების გახმაურება სისხლის სამართლის დანაშაული გახდა

27 ივნისი, 2012

საბანკო ანგარიშის მონიტორინგთან და/ან ყადაღასთან დაკავშირებულ საგამოძიებო მოქმედებებზე მონაცემების გახმაურება სისხლის სამართლის დანაშაული გახდა.

შესაბამისი ცვლილება პარლამენტმა 12 ივნისს დაამტკიცა, "საკანონმდებლო მაცნეში" კი გუშინ გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა.

ახალი რეგულაციის მიხედვით, „საბანკო ანგარიშის მონიტორინგის მოქმედებების შესახებ მონაცემების გახმაურება დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. ხოლო, საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედედებების შესახებ მონაცემების გახმაურება, ამ ინფორმაციის მოთხოვნამდე, გამოიწვევს ანგარიშის მესაკუთრის დასჯას ჯარიმით ან თავისფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე“.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშის მონიტორინგს, ეს პროცედურა გასული წლის ნოემბრიდან მოქმედებს.

ამ რეგულაციის მიხედვით, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებს საბანკო ანგარიშის თუ ანგარიშების გამოყენებით, ან/და ჩამორთმევისადმი დაქვემდებარებული ქონების მოძიების თუ იდენტიფიცირების მიზნით, პროკურორი უფლებამოსილია, საქართველოს მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით, გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით საბანკო ანგარიშების მონიტორინგის შესახებ განჩინების გაცემის თაობაზე.

ბანკი ვალდებულია, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიმდინარე რეჟიმში მიაწოდოს ინფორმაცია ერთ ან რამდენიმე საბანკო ანგარიშზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ.

საბანკო ანგარიშების მონიტორინგის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების მოპოვებისათვის აუცილებელ ვადას.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები