კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროკურატურა ვანო ჩხარტიშვილს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს

28 ივნისი, 2012

ფონდ „ქომაგის“ მიერ დარეგისტრირებული მოქალაქეების საბანკო ანგარიშებზე ბოლო დღეებში უცხოეთიდან თანხების საეჭვო ვითარებაში გადმორიცხვის მრავალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სახეზეა ამომრჩევლის მოსყიდვის ახალი სქემა, რომლის განხორციელებაშიც მონაწილეობენ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ვანო ჩხარტიშვილი და მისი ოფშორული კომპანიები.

„თანხების გადმორიცხვა ხდებოდა რამდენიმე უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ოფშორული კომპანიების ანგარიშებიდან ისე, რომ თითოეული გადმომრიცხავი თანხას ურიცხავს 5, 10 ან მეტ საქართველოში თანხის მიმღებ, ფონდ „ქომაგში“ დარეგისტრირებულ პირს. გადმომრიცხავი ფიზიკური პირები ნატალია კოზიუპა, კატრინა პავლოვა, რიჩარდ ჯეი ტეილორი და სხვები არიან ვანო ჩხარტიშვილზე ფინანსურად დამოკიდებული პირები, რომელთაც არანაირი კავშირი საქართველოსთან არ გააჩნიათ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, 28 ივნისს მოწმის სტატუსით გამოიძახეს აღნიშნული თანხების მიმღები პირები.

„მათი დაკითხვა იწარმოებს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მათი სურვილის შემთხვევაში, დაკითხვის პროცესს დაესწრებიან ადვოკატები“, - აცხადებენ პროკურატურაში.

„პროკურატურას მიზანშეწონილად მიაჩნია, გამოიყენოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და გამოძიების დასრულებამდე სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით თანხების მიმღებთა საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ. აღნიშნული მიზნად ისახავს შესაძლო დანაშაულის თავიდან აცილებას, ასევე წინაასარჩევნო პროცესების დაცვას შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისაგან და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები