12:30, Wednesday, 19.06.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

დაჯილდოვდნენ ჟურნალისტურ კონკურსში „ადამიანის უფლებები - ფოკუსი წამებაზე“ გამარჯვებულები

28.06.2012

26 ივნისს, გაეროს წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეს, გამოვლინდა გამარჯვებულები ჟურნალისტურ კონკურსში - „ადამიანის უფლებები - ფოკუსი წამებაზე“. კონკურსი ჩაატარა წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრმა (GCRT) და ადამიანის უფლებათა ცენტრმა (HRIDC), თბილისის ადამიანის უფლებათა სახლთან (HRHT) თანამშრომლობით.

ჟურნალისტური კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ: წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) ხელმძღვანელი ლელა ცისკარიშვილი,  საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მედიაცენტრის კოორდინატორი, humanrights.ge-ს მთავარი რედაქტორი ალეკო ცქიტიშვილი, პუბლიცისტი ნინია კაკაბაძე, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მთავარი რედაქტორი გიორგი კუპატაძე. 

ჟიურის გადაწყვეტილებით, საუკეთესო ბლოგერის ნომინაციაში გამარჯვებული წელს არ გამოვლინდა. ნომინაციაში „ჟურნალისტური გამოძიება“ დაჯილდოვდა სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტი მაგდა მემანიშვილი ფილმისათვის - „წამება საქართველოს ციხეებში“; ნომინაციაში - „საუკეთესო რადიოსიუჟეტი“ დაჯილდოვდა რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი ეკა ქევანიშვილი რადიოსიუჟეტისთვის „რატომ არ გადაუვადეს დაავადებულ პატიმარს სასჯელი“; საუკეთესო ტელესიუჟეტის ნომინაციაში დაჯილდოვდა ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე  „პალიტრა ტვ“-სთვის მომზადებული ტელესიუჟეტისთვის „რა ხდება საქართველოს ციხეებში“; საუკეთესო სტატიის ნომინაციაში გაიცა ორი პრემია: I პრემია გადაეცა „ლიბერალის“ ჟურნალისტს ზურაბ ვარდიაშვილს სტატიისთვის „მკურნალობის ფორმა - ცემა“, II პრემია კი გაზეთ „რეზონანსის“ ჟურნალისტს სალომე აჩბას, სტატიისთვის „უფლებამოსილების გადამეტებად გასაღებული წამების ფაქტები“.

კონკურში გამარჯვებულთა დაჯილდოვება ჩატარდა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში. I პრემიის სახით ჟურნალისტებს 700-700 ლარი გადაეცათ, ხოლო II პრემიის სახით - 500 ლარი.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი, მედიაცენტრი

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები არიან: ადამიანის უფლებათა ცენტრი; წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი; კონსტიტუციის 42-ე მუხლი, კავშირი საფარი; ადამიანის უფლებებისა და კონფლიქტების კვლევის ცენტრი - კავკასია; მედიის ინსტიტუტი.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
უნდა განადგურდეს თუ არა უკანონოდ მოპოვებული ოპერატიული მასალების არქივი?
უნდა განადგურდეს დაუყოვნებლივ ჯერ კომისიამ შეისწავლოს და მერე განადგურდეს არ უნდა განადგურდეს მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC