ევროკავშირი შეშფოთებულია წინასაარჩევნო „პოლიტიკური დაძაბულობით”
29.06.2012
სივილ ჯორჯია
ევროკავშირი „სულ უფრო შეშფოთებულია საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკური დაძაბულობის და პოლარიზაციის ზრდით“, განაცხადა შტეფან ფულემ, ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში 28 ივნისს ბრიუსელში პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
„საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში და საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წელს მნიშვნელოვანი გამოცდები იქნება ქართული დემოკრატიისთვის და ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, პატივი სცეს საარჩევნო პროცესს და უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი ხმის მიცემა“, – განაცხადა ფულემ, -„გამოვთქვი რწმენა, რომ არჩევნები უპირველეს ყოვლისა იქნება პოლიტიკური პროგრამებსა და იდეებს“ შორის ჭიდილი.
მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებს თვალს მედიაგარემოსთან დაკავშირებულ საკითხებს.
ევროკომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ფულე ასევე აღნიშნავს იმ პროგრესს, რასაც საქართველომ მოდერნიზაციისა და რეფორმების გატარების კუთხით მიაღწია, რის მხარდაჭერასაც ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში კვლავაც გააგრძელებს.
„ასევე ნათელია, რომ საქართველოს სჭირდება შემდგომი ნაბიჯების გადადგმა და მოდერნიზაციის ამ გზის გაგრძელება და დემოკრატიის განმტკიცება“, – განაცხადა ფულემ.
მან ასევე აღნიშნა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში მცხოვრებთათვის განკუთვნილი ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების გამოყენების მიმართ.
ბრიუსელში პრეზიდენტი სააკაშვილი ასევე შეხვდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს კეტრინ ეშტონს; ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს; ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერს და ევროკომისარს განვითარების საკითხებში ანდრის პიბალგს.
პრეზიდენტი ბრიუსელში მონაწილეობდა ევროპის სახალხო პარტიის სამიტის მუშაობაში.
სააკაშვილმა 27 ივნისს თავის სატელევიზიო გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველოსთვის გადამწყვეტი და ისტორიული მნიშვნელობის მოვლენები ვითარდება ევროკავშირთან ურთიერთობებში.
„დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში, 16-18 თვის განმავლობაში, მივიღებთ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს ევროპასთან“, – განაცხადა მან, - „ასევე ამ პერიოდის განმავლობაში... საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უვიზო გადაადგილება ევროკავშირის მასშტაბით“.
ორივე ამ მიმართულებით, მისი თქმით, საქართველო აქტიურად მუშაობს.
სააკაშვილი ასევე შეეხო საქართველოს შიდა პოლიტიკას და განაცხადა, რომ არის „იაფფასიანი მცდელობები, ერთი ქვეყნიდან შემოსული ფულით ცხვრებივით იყიდონ ჩვენი ხალხის ხმა, რაც სრული უპატივცემულობაა ჩვენი ხალხის არჩევანის მიმართ“. „ეს, რა თქმა უნდა, არა თუ მიუღებელია, არამედ, საერთოდ არაცივილიზებულია“, – განაცხადა მან.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში სამთავრობო პროგრამის ახალ ეტაპი გამოცხადდება, რომელიც უახლოეს თვეებსა და წლებს მოიცავს.
„პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულების გარდა, პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპასთან ურთიერთობების მიმართულებასაც მოიცავს... ამიტომ ამ პროგრამის გამოცხადების წინაც, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ბრიუსელში ჩამოსვლა და ამ შეხვედრების გამართვა“, – განაცხადა მან
ფოტო: ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში შტეფან ფულე და პრეზიდენტი სააკაშვილი 28 ივნისს ბრიუსელში შეხვედრის წინ.
ორიგინალი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

