კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადება ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით

29 ივნისი, 2012

თბილისის სააპელაციო სასამართლო ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ბიძინა ივანიშვილის სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის #602 ბრძანებულების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის მოქალაქეს ბიძინა ივანიშვილს, 2004 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით მინიჭებული ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობა. აღნიშნულის შემდგომ, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა. სასამართლომ, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის მიერ საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის მიღება მიიჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქობის შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს მოქალაქობის შესახებ“ 32–ე მუხლის „დ“ პუნქტზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც: პირი დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მიიღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას. შესაბამისად, სასამართლომ დავის საგნად ქცეული საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის #602 ბრძანებულება ბიძინა ივანიშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობობის შეწყვეტის შესახებ, მიიჩნია კანონიერად“, - ნათქვამია განცხადებაში.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები