კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

NDI კონტროლის პალატას გამჭვირვალე, თანმიმდევრული და სამართლიანი პროცედურების შემუშავებისა და დაცვისკენ მოუწოდებს

29 ივნისი, 2012

NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაცია კონტროლის პალატას გამჭვირვალე, თანმიმდევრული და სამართლიანი პროცედურების შემუშავებისა და დაცვისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, რომელშიც NDI-ი  კონტროლის პალატას შემდეგ რეკომენდაციებს აძლევს: „საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამჭვირვალე, თანმიმდევრული და სამართლიანი პროცედურები უნდა შეიმუშავოს, გამოაქვეყნოს და დაიცვას, მათ შორის, გამოძიების (მონიტორინგის) შესახებ შესაბამისი ინფორმაციის საჯაროობა. ყველა გამოძიება (მონიტორინგი) უნდა იყოს სიღრმისეული და მიუკერძოებელი. მონიტორინგის პროცესის დროს თანამშრომლებმა მედიასთან განცხადებების გაკეთებისგან თავი უნდა შეიკავონ. უფრო მეტიც,  პროცედურებში გაწერილი უნდა იყოს შემთხვევების მონიტორინგის პრიორიტეტულობის განსაზღვრის წესი. სამსახურმა საკუთარი  საქმიანობის  შესახებ მკაფიო, გასაგები ინფორმაციის მიწოდებისა და უფრო გამჭვირვალედ მოქმედების გზით მისი მიკერძოებულ ორგანოდ აღქმა თავიდან უნდა აიცილოს. კონფლიქტის შესახებ შთაბეჭდილების თავიდან აცილების მიზნით, სამსახურმა უნდა უზრუნველყოს, რომ არც სამსახურის თავმჯდომარე, არც მისი მოადგილეები და თანამშრომლები არჩევნებში კენჭს არ იყრიან ან რომელიმე პარტიის პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას არ მიიღებენ“.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები