კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადება Global TV-ის ქონების დაყადაღების თაობაზე

21 ივნისი, 2012

როგორც ცნობილია, დღეს 21 ივნისის ნაშუადღევს ხელისუფლების წარმომადგენლებმა სატელიტური თეფშების დაყადაღება დაიწყეს, რომელსაც შპს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგი”იყენებს. არსებული ინფორმაციით, კომპანიას, რომლის ერთ-ერთი მფლობელი ბიძინა ივანიშვილის ძმაა, ამ საწყობში დაახლოებით 70,000 სატელიტური თეფში აქვს განთავსებული. დაყადაღება სასამართლოს განჩინების საფუძველზე მიმდინარეობდა, რომლის თანახმად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპანიის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებები გამოყენებული იქნებოდა ამომრჩეველთა მოსყიდვისთვის. გაუგებარია რატომ გამოიყენა სასამართლომ ყადაღა, მაშინ როდესაც სისხლის სამართლის საპროცესო კადექსის მიხედვით (მუხ.151 მე-2 ნაწილი) ყადაღა დანაშაულის მომზადების ან აღკვეთის  მიზნით გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე, ხოლო ამომრჩეველთა მოსყიდვა არის ნაკლებად მძიმე დანაშაული.

მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი შემთხვევა, როდესაც არსებობს ამომრჩეველთა მოსყიდვის, პოლიტიკური პარტიის უკანონო დაფინანსების ან კორუფციის ეჭვი, სათანადოდ უნდა იქნეს გამოძიებული. თუმცა, გამოყენებული სანქციები უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს და მედიის თავისუფლების შეზღუდვის გარეშე უნდა განხორციელდეს. ამასთან, აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ ხსენებული ქმედებები საზოგადოებამ მედიაზე თავდასხმად არ აღიქვას.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას უზრუნველყოს, რომ მედიის სფეროში მოღვაწე კომპანიების მიმართ განხორციელებული ყველა ქმედება გამჭვირვალე და პროპორციული იყოს. ეს მოწოდება დაკავშირებულია ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან, მოეხდინა კომპანია გლობალ-ტვ-ს საწყობში განთავსებული სატელიტური თეფშების დაყადაღება.

მედიის თავისუფლება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2012 წლის ოქტომბრის საპარალამენტო არჩევნების წინ თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო კამპანიის წარმართვისთვის.

ორიგინალი

ახალი ამბები