20:10, Saturday, 25.05.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ფონდ „ქომაგთან“ დაკავშირებული მოქალაქეები უკანონოდ და არაადამიანურ პირობებში დაკითხეს - არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

18.06.2012
ჩვენ, ქვემორე ხელმომწერი ორგანიზაციები გამოვთქვამთ შეშფოთებას უკანასკნელ ხანებში ფონდ „ქომაგთან“ დაკავშირებული მოვლენების გამო.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მიმდინარე წლის 9 ივნისს შსს კონსტიტუციურ უსაფრთხოების დეპარტამენტმა დაიწყო მასობრივად იმ ხალხის დაბარება, რომლებმაც ფონდ „ქომაგს“ დახმარების თხოვნით მიმართეს.

არაერთი მოქალაქე ე. წ. მოდულის შენობაში გადაიყვანეს უწყებების ჩაბარებისთანავე მუქარით და იძულებით. უწყებაში არ ყოფილა მითითებული მოტივი, თუ რასთან დაკავშირებით უნდა დაეკითხათ ისინი. მოქალაქეებს არ მიეცათ ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა. დაკითხვა მიმდინარეობდა ხანგრძლივი დროის მანძილზე, ზოგ შემთხვევაში - 10 საათის განმავლობაში.

გივი ქურიძეს ინფექციურ საავადმყოფოში გაუკეთდა ოპერაცია, რის შემდეგაც ძალზედ მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა, ექიმის სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, ძალით წაიყვანეს დასაკითხად „მოდულის“ შენობაში. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ავადმყოფი ადამიანი ჰყავდათ დაკითხვაზე, ადვოკატის გარეშე. გივი ქურიძე აცხადებდა, რომ ცუდად გრძნობდა თავს, სტკიოდა ნაოპერაციები ჭრილობები, საიდანაც აშკარად სდიოდა სისხლი. მიუხედავად ამისა, მის დაკითხვას ჯიუტად განაგრძობდნენ სამართალდამცავები. დაკითხვის პროცესში ქურიძე შეუძლოდ გახდა, რის გამოც გამოიძახეს სასწრაფო, რომელმაც გივი ქურიძე უკან დააბრუნა  ინფექციურ საავადმყოფოში.  იგი დღეის მდგომარეობითაც იმყოფება საავადმყოფოში და  მკურნალობს.

მანანა გურგენაშვილი ღამის 10 საათზე ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე გადაიყვანეს მოდულის შენობაში. მასთან სახლში მივიდნენ უცხო პირები და უთხრეს, რომ იგი სასწრაფოდ, დაუყოვნებლივ უნდა გაყოლოდა მათ. ქალბატონ მანანას აჩვენეს უწყება, რომელშიც იგი მოწმის სტატუსით იყო მოხსენიებული. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული უწყება მისთვის არ ჩაუბარებიათ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. გარდა ამისა,  მას და მის ოჯახის წევრებს არ განმარტებიათ  თუ რატომ, რომელ საქმეზე და რასთან დაკავშირებით უნდა მომხდარიყო მისი სასწრაფო, გადაუდებელი გადაყვანა მოდულის შენობაში და  დაკითხვა.

მსგავსი უკანონო ქმედებების მსხვერლნი გახდნენ ასევე სხვა მოქალაქეები: მარეხი ვაჟბედაშვილი; ლეილა ჭეიშვილი;  მანანა ჯაჯანაშვილი; ნუგზარ ბელქანია;  ლამზირა ყორჩიშვილი.

მიგვაჩნია, რომ ზემოთაღნიშნული ფაქტები წარმოადგნენ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებს და  ეჭვსქვეშ აყენებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ პრინციპებს.

ხელმომწერი არასამთთავრობო ორგანიზაციები მოვითხოვთ აღნიშნული უკანონო ქმედებების გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას.

ჩვენ ასევე მივმართავთ როგორც საქართველოს სახალხო დამცველს, ასევე  საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს რეაგირებისთვის.

ადამიანის უფლებათა ცენტრი
ადამაინის უფლებათა პრიორიტეტი
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“
კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი
საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი
"ახალგაზრდები სამართლიანობისათვის"
საზოგადოებრივი დამცველი
„ჯანმრთელი სამყარო“
 „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“
„სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“
პატიმართა დახმარების საქველმოქმედო ფონდი
საარჩევნო პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრი
 საქართველოს "ომის ინვალიდთა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა" კავშირი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?
უნდა გაეთავისუფლებინათ არ უნდა გაეთავისუფლებინათ მხოლოდ ნაწილი უნდა გაეთავისუფლებინათ მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC