კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

2 ივლისი, 2012

ნათია დანელიშვილი,
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

დუშეთში, კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, ადგილობრივი შტაბის წინ მიმდინარე სამზადისის გადასაღებად მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებს აკრედიტაცია მოსთხოვა. კოალიციის წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობა არ გაამჟღავნა, ჟურნალისტებს კითხვის დასმის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და უზრდელები უწოდა.

„ქართული ოცნების“ მიერ მცხეთაში დაგეგმილ აქციაზე ხალხი სამარშრუტო ტაქსებით და მსუბუქი მანქანებით სხვადასხვა ქალაქებიდან მიჰყავთ. ყაზბეგიდან და თიანეთიდან უკვე დაიძრა 2 ათასამდე ადამიანი. „ქართული ოცნების“ დუშეთის ოფისთან მობილიზებულია 20–მდე მიკროავტობუსი, კიდევ ამდენი სოფლებშია გასული.
 
– საიდან ხართ, რომ იღებთ? – იკითხა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა.
 
– მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრიდან ვარ.

– მერე აკრედიტაცია გაქვთ?
 
– ქუჩაში გადასაღებად აკრედიტაცია გვჭირდება?

– უზრდელები ხართ რა, აღარ გადაიღოთ – განუცხადა მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს შტაბის ერთ–ერთმა წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გამხელაზე უარი თქვა.
 
შტაბის წარმომადგენელთან ერთად, მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს აკრედიტაციის გარეშე გადაღებას „ქართული ოცნების“ მაისურში ჩაცმული ახალგაზრდაც უშლიდა, რომელიც ვიდეოკამერით იყო აღჭურვილი და სხვადასხვა მხრიდან გვიღებდა. იგი „ქართული ოცნების“ არქივის წარმომადგენლად გაგვეცნო.
 
„მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი“ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ხელმძღვანელს ნონა ყანდიაშვილს დაუკავშირდა.
 
– დუშეთში აქციის სამზადისი რომ გადავიღოთ, აკრედიტაცია იყო სავალდებულო?

– რა აკრედიტაცია, ვინ გითხრათ?
 
– არა მარტო გვითხრეს, არამედ მოგვთხოვეს და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მოგვაყენეს, შტაბის წინ გადაღების გაგრძელების შემთხვევაში კი დაიმუქრნენ.

– არ ვიცი, ვერ გეტყვით. აკრედიტაცია საჭირო არ არის.
 
– სამაგიეროდ, უპრობლემოდ მუშაობდნენ „ქართული ოცნების“ ნდობით აღჭურვილი პირები, რომლებსაც ასევე კამერები ჰქონდათ.

– ახლა რას მეუბნებით, დუშეთში ჩამოვიდე და გავარკვიო?
 
– მე არ ვიცი სად ჩახვალთ, მაგრამ გარკვევით უნდა გაარკვიოთ. ამის შემდეგ ნონა ყანდიაშვილმა ტელეფონი გათიშა.

„ქართულმა ოცნებამ“ უკვე გამართა აქციები თბილისში, ქუთაისსა და ოზურგეთში. ჟურნალისტებს იქაც არათანაბარ პირობებში უწევდათ მუშაობა.

ვიდეო

ახალი ამბები