მღვდლების როლის შემსრულებლებმა „ჯვრისწერა“ დატოვეს
02.07.2012
ლევან ღლონტის ფილმი „ჯვრისწერა“ - ორმა მსახიობმა დატოვა. მსახიობებმა ფილმიდან წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გადასაღებ მოედანთან სასულიერო პირები და სემინარიის სტუდენტები შეიკრიბნენ და ფილმის გადაღება ჩაშალეს.
რეჟისორმა ლევან ღლონტმა პროექტის - „თბილისი ჩემი ქალაქი“ ფარგლებში, მოკლემეტრაჟიანი ფილმის „ჯვრისწერის“ - გადაღება დაასრულა. ფილმი ფართო ეკრანებზე გამოსვლამდე განსაკუთრებულად პოპულარული მის ირგვლივ ატეხილი აურზაურის გამო გახდა. ფილმის ირგვლივ აურზაური კი ერთმა პატარა ეპიზოდმა გამოიწვია, რომელშიც მოძღვარი გორგოლაჭებით, ე.წ როლიკებით დასრიალებს.
გადასაღებ მოედანზე, რომელიც რიყის პარკზე იყო გაშლილი, სასულიერო პირები და სასულიერო სემინარიის სტუდენტები მივიდნენ, რომლებმაც გადაღება ჩაშალეს. სასულიერო პირების თქმით, მოძღვრის გორგოლაჭებზე დაყენება მკრეხელობაა.
ქადაგებისა და მუქარის შედეგად მღვდლის როლის შემსრულებელმა რამდენიმე მსახიობმა ფილმში მონაწილეობაზე უარი თქვა.
რეჟისორი ლევან ღლონტი „ნეტგაზეთან“ საუბარში ადასტურებს, რომ მსახიობებმა პროექტი დატოვეს, თუმცა ზუსტი მოტივის დასახელება უჭირს.
„იმ მცირე ეპიზოდში მონაწილეობდა 6 მოძღვარი და დიახ, ორი იქიდან წავიდა, თუმცა მათ წასვლის მიზეზი არ უთქვამთ. ჩანს, რომ ისინი უბრალოდ ძალიან აღელდნენ შექმნილი მდგომარეობის გამო“, - განაცხადა ფილმის რეჟისორიმა ლევან ღლონტმა.
ფილმის მიმართულების პროდიუსერის მარიკა ჯაბუას თქმით, მსახიობებმა პროექტი, მათი პირადი მოტივებით დატოვეს.
„ფსიქოლოგიური ზეწოლა სასულიერო პირებისგან იყო ძალიან დიდი. ისინი იმუქრებოდნენ თუ ქადაგებდნენ გეენის ცეცხლზე და იმ ცოდვაზე, რომელშიც მღვდლის განმასახიერებელი მსახიობები ცვივდებოდნენ. რამდენიმე მსახიობმა ამ ზეწოლას ვერ გაუძლო და პროექტიდან წავიდა“, - განაცხადა მარიკა ჯაბუამ.
მისივე თქმით, ეს მსახიობები ამ საკითხზე პრესასთან ურთიერთობაზე უარს ამბობენ.
მოკლემენტრაჟიანი ფილმი „ჯვრისწერა“ სექტემბრის თვეში გამოვა ეკრანებზე.

ნინო თოფურიძე netgazeti
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?