კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვანო მერაბიშვილი: „ყველა ოჯახი მომავალი წლიდან ოთხ წელზე გაწერილ ათას ლარიან ვაუჩერს მიიღებს“

2 ივლისი, 2012

საქართველოში ყველა ოჯახი მომავალი წლიდან ოთხ წელზე გაწერილ ათას ლარიან ვაუჩერს მიიღებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ვანო მერაბიშვილმა დღეს გლდანში, მშენებარე პროფესიულ სასწავლებელთან განაცხადა.

მერაბიშვილის განმარტებით, მთავრობა აძლევს ოჯახებს შესაძლებლობას, თავად მიიღონ გადაწყვეტილება და ეს თანხა გამოიყენონ იმ პრობლემის მოგვარებაში, რომელიც მათ აწუხებთ.

„ჩვენ გვაქვს წინადადება, რომ ათას ლარიანი ვაუჩერით საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ დენის, გაზის, წყლის ან სხვა კომუნალური გადასახადების გადახდა, მედიკამენტების შეძენა, ბავშვებისთვის სკოლის სახელმძღვანელოების შეძენა. გლეხებმა შეძლონ სასუქების, საწვავის ან სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა, რათა ნებისმიერ დროს ადამიანს ჰქონდეს გარანტია იმისა, რომ თუ მას გარკვეულ მომენტში დაუდგა პრობლემა, რომელიც არ არის ასახული ჩვენი მთავრობის საერთო გეგმაში, მას ჰქონდეს გარანტია, რომ ამ პრობლემას მოაგვარებს“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

მისივე თქმით, ამ პროექტის დახვეწისთვის საქართველოს მოსახლეობასთან ერთად შემუშავდება მკაფიო გეგმა, თუ რაში შეიძლება ოჯახებმა ათას ლარიანი ვაუჩერი გამოიყენონ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები