კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მეცხრე არხის“ რეგიონალური პრობლემები

3 ივლისი, 2012

ტელეკომპანია „მეცხრე არხს“ რეგიონებში კორესპონდენტების მოძიებასთან ერთად ოფისების დაქირავებაც ძალიან უჭირს. როგორც მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს „მეცხრე არხის“ გენერალური დირექტორის მრჩეველმა საზოგადოებრივ პოლიტიკურ საკითხებში ირინა თევდორაშვილმა განუცხადა, ამ დრომდე ვერ იპოვეს კორესპონდენტი ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. რაც შეეხება დუშეთს, სადაც ასევე პრობლემა იყო ადგილობრივი კორესპონდენტის მოძიება, ცოტა ხნის წინ იქ სამუშაოდ თბილისელი ჟურნალისტი გაუშვეს.

ამასთან, როგორც მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს „მეცხრე არხის“ გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა განუცხადა, კორეპონდენტების მოძიებაზე უფრო რთული ოფისების დაქირავებაა. ბექაური ამბობს, რომ ოთხ რეგიონში უკვე დაქირავებული ოფისის მეპატრონეებმა უშიშროების ზეწოლის გამო კონტრაქტები გაწყვიტეს.
 
კახა ბექაურის თქმით, მათ ჟურნალისტებს უფრო ხშირად მეგობრული ტიპის რჩევებს აძლევენ, რომ მოერიდნენ „მეცხრე არხთან“ თანამშრომლობას.
 
„კორესპონდენტებს ასე თუ ისე ვშოულობთ, მაგრამ ძალიან ხშირად გვიქმნიან პრობლემებს ოფისის დაქირავებასთან დაკავშირებით. ოთხ რეგიონში ოფისების დაქირავებასთან დაკავშირებული კონტრაქტები გაგვიუქმეს. ოთხივე ადამიანის განცხადებები მაქვს შენახული, სადაც ისინი წერენ, რომ უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა დაიბარეს და უთხრეს, რომ პრობლემებს შეუქმნიდნენ, ამაზე ღიად წერენ ეს ადამიანები, ეს იყო სიღნაღში, საჩხერესა და ბორჯომში. ეს ადამიანები განცხადებებში პირდაპირ წერენ, რომ ისინი გამგეობაშიც დაიბარეს და აიძულეს კონტრაქტები გაეწყვიტათ“, - განაცხადა კახა ბექაურმა.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები