კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დიმიტრი ლორთქიფანიძე: „ადამიანის უფლებების მომავალი დარღვევების დაცვის გარანტორად პრემიერ-მინისტრი, ივანე მერაბიშვილი იქნება“

3 ივლისი, 2012

საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წარმომადგენელი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ლორთქიფანიძე მთავრობის ახალ შემადგენლობას, „საბრძოლო შემადგენლობას“ უწოდებს და აცხადებს, რომ ეს საქართველოში პოლიციის რეჟიმის დაკანონებას ნიშნავს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას დიმიტრი ლორთქიფანიძემ აღნიშნა, ეს არის პოლიციური რეჟიმის დაკანონება საბრძოლო შემადგენლობით, რომელიც იმოქმედებს პრინციპით, „არც ერთი ნაბიჯი უკან“. მისივე თქმით, ეს შემადგენლობა ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ უკან არაფერზე დაიხევს, ხოლო ადამიანის უფლებების მომავალი დარღვევების დაცვის გარანტორად პრემიერ-მინისტრი, ივანე მერაბიშვილი იქნება.

რაც შეეხება, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის მიერ თანამდებობის შენარჩუნებას, დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ ცხადყო, რომ საპატიმროებში არსებული წამება და არაადამიანური მოპყრობა ყოველთვის იქნება საზოგადოების მართვის ინსტრუმენტი და წინასაარჩევნოდ ხმების მოტანის გარანტორი.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები