„ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები დაუცველ მოქალაქეებს სოციალური დახმარების დანიშვნას პირდებიან
03.07.2012
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები დუშეთში მოსახლეობის „სოციალური საჭიროებების“ გარკვევის მიზნით გამოკითხვას ატარებენ.
„კოორდინატორი ჩემს ოჯახშიც მოვიდა. სპეციალური კითხვარი ჰქონდა, რომელიც თვითონვე შეავსო. არკვევდა, რა სახის პრობლემის მოგვარება გვინდოდა - სახლში წყლის შეყვანა, გაზის შეყვანა, ვინმესთვის ოპერაციის გაკეთება თუ სახლის წინ გზის მოასფალტება. იგივე კოორდინატორი ჩემს მეზობლებთანაც მივიდა. ვისაც სოციალური დახმარება მოხსნილი ჰქონდა, ყველას უთხრეს, რომ ამ კითხვარის შევსების შემდეგ სოციალური დახმარება ისევ დაენიშნებათ,“ - უთხრა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს დუშეთში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა.
დუშეთის გამგებლის მოადგილე ნინო ხუციშვილი, რომელიც ამავე დროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დუშეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეა, აცხადებს, რომ ასეთი გამოკითხვის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს. „დუშეთში ასეთი გამოკითხვა რომ ტარდებოდეს, აუცილებლად მეცოდინებოდა. ბოლო დროს ძალიან ბევრი ჭორი ვრცელდება. ესეც ალბათ, მორიგი ჭორია,“ - აღნიშნა ხუციშვილმა.
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მმართველი პარტიის კოორდინატორები გამოკითხვებს ძირითადად სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებში ატარებენ.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
კუდ–ის კახეთის სამმრთველოს ყოფილი უფროსის, ლალიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების ავტომანქანები დააჯარიმეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?