კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნანა ფეიქრიშვილი ანგარიშზე ყადაღის მოხსნას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში თავის დაწვით იმუქრება

4 ივლისი, 2012

ნანა ფეიქრიშვილი მთავარი პროკურატურისგან მოითხოვს, აეხსნას ყადაღა მის ანგარიშზე არსებულ თანხას, წინააღმდეგ შემთხვევაში თავის დაწვით იმუქრება.

ნანა ფეიქრიშვილი დღეს მთავარი პროკურატურის შენობის წინ პროტესტის გამოსახატად მივიდა. როგორც ფეიქრიშვილი განმარტავს, მას ფონდ "ქომაგმა" ივნისში გადმოურიცხა 1 500 ლარი შვილის ოპერაციისთვის და პრიკურატურამ სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს თანხა დააყადაღა.

როგორც ნანა ფეიქრიშვილი განმარტავს, მისი შვილი ინვალიდია და ის სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს. მისი თქმით, ბავშვის მკურალობისათვის არაერთხელ მიმართა "ნაციონალურ მოძრაობას" და მისგან დახმარებაც მიიღო. ფეიქრიშვილის განმარტებით, ოპერაციის თანხის საგარანტიო ფურცელი მან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელისგან მიიღო, თუმცა ამ დოკუმენტით ექიმებმა მის შვილს ოპერაცია არ გაუკეთეს, რის გამოც იძულებული გახდა, ფონდ "ქომაგისთვის" მიემართა.

ნანა ფეიქრიშვილის თქმით, არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და მხოლოდ საკუთარი შვილის გადარჩენას ცდილობს. მისი განცხადებით, თუ თანხას ყადაღა არ მოეხსნება, თავს დაიწვავს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები