კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„42-ე მუხლი“ მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს აკრიტიკებს

5 ივლისი, 2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „42 ე მუხლს“ მიაჩნია, რომ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც პარლამენტს წარედგინა დასამტკიცებლად, საფრთხეს უქმნის მთავრობის პასუხისმგებლობის ხარისხს, „რაც საბოლოო ჯამში, დააქვეითებს მის ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე“.

ორგანიზაციის განცხადებით, შემოთავაზებული ცვლილების მიხედვით, დღემდე მთავრობის სხდომა უფლებამოსილად მიიჩნეოდა, თუკი, 16 მინისტრიდან მონაწილეობას იღებდა მინიმუმ 9 მაინც, ხოლო გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო მინიმუმ 6 მინისტრის თანხობა. შემოთავაზებული ინიციატივით მთავრობას ენიჭება ამ წესის შეცვლის უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობას აბსოლიტური უფლებამოსილება ენიჭება, მთავრობის სახელით, მიიღოს გადაწყვეტილება  ორი მინისტრის მონაწილეობითაც კი.

საქართველოს მთავრობა საკანონმდებლო  ინიციატივას განმარტავს აპარატის მოქნილობისა და მისი საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის მიზნით, მაშინ, როდესაც მოქმედი კანონით, მთავრობა  ვალდებულია შეიკრობოს თვეში ერთხელ, ხოლო რეგლამენტით, როგორც წესი, კვირაში ერთხელ იკრიბება, რაც უფრო ზრდის პასუხისმგებლობას, ამცირებს თვითნებობის ხარისხს და ვერ შეუშლის ხელს მთავრობის საქმიანობის ეფექტიანად წარმართვას.

ახალი ამბები