კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ღვთისმსახურთა მონაწილეობა რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში „მიუღებელია“.

9 ივლისი, 2012

5 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა განაცხადა, რომ ახალიელექტრონული ID ბარათები, რომელიც თანდათან ჩაანაცვლებს ძველ პირადობის მოწმობებს, არ არის „ანტიქრისტეს ბეჭედი“.

„სადღეისოდ წარმოდგენილი ID ბარათის ვერსია, საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი“, – ნათქვამია წმინდა სინოდის მიერ 5 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებაში.

ერთი წლის წინ ეს ბარათები პირველად შემოვიდა. მას შემდეგ ზოგიერთი მართლმადიდებლური ჯგუფები აქტიურ კამპანიას ახორციელებდნენ იმ მიზნით, რომ მათ, ვისაც არ სურდათ ახალი ბარათების აღება, ალტერნატიული დოკუმენტების აღება უფლება ჰქონოდათ. 2011 წლის დეკემბერში წმინდა სინოდმა ამ საკითხის შესწავლის მიზნით კომისია ჩამოაყალიბა.     

5 ივლისის გადაწყვეტილებაში წმინდა სინოდმა სთხოვა მთავრობას „თუ არის შესაძლებელი, დაშვებულ იქნეს ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები“.  ახალი ID ბარათების დაუყონებლივ აღება სავალდებულო არ არის. ძველი პირადობის მოწმობის მფლობელებს ახლის აღება მაშინაც შეუძლიათ, როდესაც მათ ძველ ბარათებს ვადა გაუვა.  

წმინდა სინოდმა ასევე განაცხადა 5 ივლისის გადაწყვეტილებაში, რომ ღვთისმსახურთა მონაწილეობა რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში „მიუღებელია“.

„ეკლესია ყოველთვის იყო ქვეყნის გამაერთიანებელი ძალა და მისი ეს ფუნქცია დღეს განსაკუთრებით ესაჭიროება საქართველოს“, – ნათქვამია წმინდა სინოდის გადაწყვეტილებაში, „ამიტომაც კატეგორიულად მიუღებელია ღვთისმსახურთა მონაწილეობა რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში“.

1 ივლისს „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ორგანიზებულ აქციაზე მცხეთაში რუის-ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე იობი იმყოფებოდა.

კიდევ ერთი შემთხვევის დროს, რომელიც ასევე უკავშირდება ეკლესიას და პოლიტიკას, თვის დასაწყისში ტელეკომპანია „მაესტრომ“ ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტის მეუფე სერაფიმეს ფარულად ჩაწერილი განცხადება გაავრცელა, რომელიც ხელისუფლებას, კერძოდ კი თბილისის მერს გიგი უგულავას, ეკლესიის საქმეებში „ნაგლად“ ჩარევაში ადანაშაულებს. ინტერვიუს შემდეგ, რომელიც მან ჟურნალისტს მისცა, მეუფე სერაფიმეს, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, ამის თაობაზე არ იცოდა, კამერით გადაუღეს, სადაც ის ამბობს, რომ უგულავა „უყვიროდა“ კიდეც საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს. 

ამის საპასუხოდ 3 ივლისს უგულავამ განაცხადა: „ძალიან დასანანი და სამწუხაროა, რომ სასულიერო პირი ასეთი ცილისწამების და ტყუილის უფლებას აძლევს თავს“.

წყარო: სივილ ჯორჯია

ორიგინალი

ახალი ამბები