კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოფიციალური ინფორმაცია შსს-ში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე

9 ივლისი, 2012

შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

შსს-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ ეკატერინე ზღულაძე დაინიშნა, მინისტრის მოადგილეებად - შოთა ხიზანიშვილი, შალვა ჯანაშვილი, გიორგი ლორთქიფანიძე, ნოდარ ხარშილაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და სასაზღვრო პოლიციის უფროსი გახდა ნიკა ძიმცეიშვილი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორი - პოლიციის პოლკოვნიკი ვახტანგ ბოჭორიშვილი. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი - პოლკოვნიკი ლევან ქარდავა. შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი - ვიცე-პოლკოვნიკი რევაზ შიუკაშვილი. შსს-ს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსი - პოლიციის პოლკოვნიკი თენგიზ გუნავა.

რაც შეეხება სამხარე სამმართველოებს, შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად პოლიციის ვიცე- პოლკოვნიკი ალექსანდრე სვინტრაძე დაინიშნა, შსს-ს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსად - პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი კოკაია, შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად - პოლიციის პოლკოვნიკი ლევან კახიანი, შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად - პოლიციის მაიორი ილია გამგებელი. შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად - პოლიციის კაპიტანი ვეფხია საგინაშვილი, ქალაქ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად - ირაკლი ყიფშიძე.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები