კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სამართალდამცავებს მოუწოდებს, გამოიძიონ „ინფო 9“-ს ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები

9 ივლისი, 2012

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 6 ივლისს გაავრცელა გაცხადება, სადაც დაგმობილია   საინფორმაციო სააგენტო “ინფო 9“-ს ჟურნალისტებზე  ზეწოლის ფაქტები.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საგანგაშოდ  მიიჩნევს უკანასკნელ პერიოდში „ინფო 9“-ს ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ამას ახორციელებს მედიასაშუალებები“, - წერია განცხადებაში.

ქარტია მიუთითებს, რომ ჟურნალისტ ეკატერინე დუგლაძეს  ერთი კვირაა დასდევს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც თავს „მედია ჯგუფს“ უწოდებს.  7 მამაკაცი, მათ შორის ხუთი კამერით ხელში, მუდმივად დაყვება ჟურნალისტს  და უსვამს არაკორექტულ  და  პროვოკაციულ შეკითხვებს.

„ეკატერინე დუგლაძის  მიმართ დასმული შეკითხვები პირდაპირ კავშირშია ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დარღვევასთან,  რადგან შეკითხვები ეხება არა მხოლოდ პოლიტიკურ სფეროს, არამედ პირად ცხოვრებასაც“, აღნიშნავს ქარტია, რომელიც მიუთითებს   ანალოგიური ზეწოლის ფგაქტებზე  ქვემო ქართლის და ბათუმის გადამღები ჯგუფების მიმართ.

„ასევე გავრცელდა სოფელ წედისში „ინფო 9“-ს ჟურნალისტის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტიც“, წერია ქარტიის განცხადებში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ყველა ჟურნალისტს, დაიცვან ეთიკური სტანდარტები, მით უფრო მათი კოლეგებისგან ინტერვიუს აღების მცდელობისას და ხელი არ შეუშალონ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში.

„მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტ  ეკატერინე დუგლაძეს ფაქტთან დაკავშირებით „მედია ჯგუფის“ წარმომადგენელთა ქმედება ცდება ეთიკური სტანდარტების დარღვევის ფარგლებს და ატარებს სისხლის სამართლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. ამიტომ მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტებით და დაიწყონ გამოძიება“, - აცხადებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

Media.ge

ახალი ამბები