სასამართლომ პარტიების 17 შემომწირველი სამართალდამრღვევებად სცნო
09.07.2012
თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკური პარტიების 17 შემომწირველი უკანონო შემოწირულობის განხორცილებაში დამნაშავედ სცნო და ბიუჯეტის სასარგებლოდ შემოწირულობის ხუთმაგი ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.
მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის გადაწყვეტილებით, „თავისუფალი საქართველოს“ წევრი გიორგი მოსიაშვილს 125 350 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა, მის თანაპარტიელ ალექსანდრე შალამბერიძეს – 40 250 ლარის, ირაკლი ჭუბაბრიას – 79 145 ლარის, ბადრი ცინცქილაძეს – 40 100 ლარის, კონსერვატორ ბიძინა გუჯაბიძეს – 150 000 ლარის, მის თანაპარტიელ დავით ბაციკაძეს – 135 750 ლარის, ზაალ გოგსაძეს – 60 ათასი ლარის, გივი რამაზაშვილს – 80 ათასი ლარის, გიგა ბუკიას– 77 250 ლარის, კახა ჩაკვეტაძეს – 93 460 ლარის, ლევან ჩიჩუას – 24 987, ავთანდილ დავითაძეს – 114 192 ლარის, ბეჟან ოდიშვილს, რომელმაც “ნაციონალურ მოძრაობას” ხუთი ათასი ლარი შესწირა – 25 000 ლარის, მაია თანიაშვილს – 24 986 ლარის, ირმა დავითაძეს – 78 365 ლარის, მარინა ნადირაძეს 57 400 ლარის, ლეილა ჩქარეულს – 20 000 ლარის.
ზემოხსენებულ პირებს ჯარიმების გადახდისათვის 7-დღიანი ვადა აქვთ. მათი ადვოკატები განაჩენის ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას უახლოეს ხანებში აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი სასამართლო სხდომა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ ერთ-ერთი ბრალდებული დავით ბაციკაძე, დარბაზიდან გააძევა, რის შემდეგაც ეს უკანსკნელი შეუძლოდ გახდა და სასამართლოში სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. მიქაუტაძემ, რომლის აცილებასაც ადვოკატები სხდომის დასაწყისში უშედეგოდ ითხოვდნენ, დაცვის მხარის ერთ-ერთი წარმომადგენელი, იურისტი ლილი გელაშვილი წესრიგის დარღვევის ბრალდებით 50 ლარით დააჯარიმა.
ადვოკატები მოსამართლის გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ სასამართლომ მათი არც ერთი არგუმენტი არ გაითვალისწინა, ხოლო შუამდგომლობა - არ დააკმაყოფილა.
მედიანიუსი
ორიგინალი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
კუდ–ის კახეთის სამმრთველოს ყოფილი უფროსის, ლალიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების ავტომანქანები დააჯარიმეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

