პატიმარი მიხეილ ბაზაზიანი გლდანის ციხის საავადმყოფოში, სავარაუდოდ, გარდაცვლილი მიიყვანეს
09.07.2012
პატიმარი მიხეილ ბაზაზიანი გლდანის ციხის საავადმყოფოში სავარაუდოდ, გარდაცვლილი მიიყვანეს. ამის შესახებ „პირველს“ უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ განუცხადა.
„გლდანის ციხის კანცელარიაში განგვიცხადეს, რომ მათთან პატიმარი ცოცხალი არ მიუყვანიათ და ოჯახს ისეთივე მდგომარეობაში გაატანს პატიმარი, როგორც მიიყვანეს - გარდაცვლილი. ამ წუთებში დანარჩენ დეტალებს ვარკვევთ“, - განაცხადა კაკაბაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, გლდანის საპყრობილეში გარდაცვლილი პატიმრის, 21 წლის მიხეილ ბაზაზიანის ოჯახის წევრები დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ.
ბაზაზიანის ოჯახის წევრების თქმით, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. ისინი ფიქრობენ, რომ პატიმარი მოკლულია.
როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, ისინი სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებს არ ენდობიან და დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვენ.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაზაზიანის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი - გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა გახდა.
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო მსჯავრდებულ მ.ბ-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოხატავს. საზოგადოების შეცდომაში შეყვანა რომ არ მოხდეს, სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია მსჯავრდებულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საზოგადოებას შემდეგი ინფორმაცია ამცნოს: მიმდინარე წლის 5 ივლისს სასჯელაღსრულების სისტემაში მსჯავრდებული მ.ბ. უეცრად გარდაიცვალა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი - გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. მსჯავრდებულ მ.ბ.-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 2012 წლის 5 ივლისს, ისევე, როგორც ყველა შემთხვევაში, ამ ფაქტთან დაკავშირებით ექსპერტიზა მყისიერად დაინიშნა. სამინისტრო მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავოს ზემოაღნიშნული სამწუხარო ფაქტის წინასწარი შეფასებებისაგან“, - ნათქვამია განცხადებაში.
საინფორმაციო სააგენტო „პირველი“
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

