კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საია არაოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი პირების უფლებებს საკონსტიტუციო სასამართლოში დაიცავს

9 ივლისი, 2012

2012 წლის 3 ივლისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები ფირუზ ვანიევის და ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ტრისტან მამაგულაშვილის სახელით.

საია ასაჩივრებს დევნილის ცნების საკანონმდებლო განსაზღვრებას. 2011 წლის 27 დეკემბერამდე დევნილად ითვლებოდა ყველა პირი, ვინც, უცხო ქვეყნის მხრიდან აგრესიის, შიდა კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო იძულებული გახდებოდა, დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, იმის მიუხედავად თუ სად ცხოვრობდა ეს უკანასკნელი. 2011 წლის 27 დეკემბერს შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებით, „დევნილთა შესახებ“ კანონი ვრცელდება მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიიდან გამოდევნილ პირებზე.

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით ოკუპირებულ ტერიტორიად ითვლება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. ტერიტორიები, რომელიც არასოდეს შედიოდა არც აფახაზეთის, არც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგებლობაში, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ვერ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს, ოკუპირებულ ტერიტორიად არ მიიჩნევა.

მოსარჩელეების, ტრისტან მამაგულაშვილის სახლი სოფელ დვანში და ფირუზ ვანიევის სახლი ხურვალეთში არ მიუკეთვნება ოკუპირებულ ტერიტორიას. მიუხედავად ამისა, 2008 წლის აგვისტოს თვეში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად მოსარჩელეები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და დღემდე ვერ ახერხებენ შინ დაბრუნებას, იმის გამო, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ვერ აკონტროლებენ შესაბამის ტერიტრიას.

არაოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი პირები მოკლებული ხდებიან ,,დევნილთა შესახებ” კანონით დადგენილ ისეთ გარანტიებს, რითაც სარგებლობენ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირები. ეს გარანტიებია: თავშესაფრით, სათანადო საყოფაცხოვრებო პირობებით და დევნილი ფულადი შემწეობით უზრუნველყოფა, რეაბილიტირებული საცხოვრებელი სახლების საკუთრებაში გადაცემა. ომის შედეგად არაოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი პირები ისევე მოწყვლადნი გახდნენ და სახელმწიფოსაგან ისეთივე დახმარებას საჭიროებენ, როგორც ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი ადამიანები, ამის გამო, მივიჩნევთ, რომ „დევნილთა შესახებ“ კანონიდან არაოკუპირებულ ტერიტორიიდან დევნილი პირების გამორიცხვით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებული თანასწორობის უფლება.

www.gyla.ge 

ახალი ამბები