კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართუ ჯგუფის“ აქციების გაყიდვა უცხოური ინვესტიციების ექსპროპრიაციად შეფასდება“

10 ივლისი, 2012

„ქართუ ჯგუფის“ აქციების გაყიდვა უცხოური ინვესტიციების ექსპროპრიაციად შეფასდება. ამის შესახებ 9 ივლისს „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე კომპანიის უცხოელი აქციონერების ადვოკატმა კრის ვასილიადესმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართუ ჯგუფის“ უცხოელი აქციონერები საქართველოს ხელისუფლებას კომპანიის აქციების აუქციონზე გატანის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ გვსურს, მოვუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს აუქციონზე „ქართუ ჯგუფის“ 16 აქციონერის აქციების გაყიდვა, რადგან ეს სხვისი ქონებაა“, - განაცხადა კრის ვასილიადესმა.
 
მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება მათ განცხადებას არ შეისმენს და აუქციონის გზით მაინც გაასხვისებს „ქართუ ჯგუფის“ აქციებს, მაშინ ეს შეფასდება როგორც უცხოური ინვესტიციების ექსპრორიაცია.

„ამ შემთხევაში უცხოელი ინვესტორები და კომპანიები, რომლებსაც ჩვენ წარმოვადგენთ, დაიწყებენ საერთაშორისო სამართლებრივ დავას საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - აღნიშნა კრის ვასილიადესმა. ამასთან, მისივე განმარტებით, „ქართუ ჯგუფს“ 16 აქციონერი ჰყავს, აქედან 14 უცხოური კომპანიაა, ხოლო 2 - ქართული კომპანიებია.

„ჩვენ საქართველოში გამოგვგზავნეს „ქართუ ჯგუფის“ აქციონერებმა, უცხოური კომპანიების დირექტორებმა, რადგან შევიტყვეთ შემაშფოთებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება აპირებს 10 ივლისს აუქციონზე გაყიდოს „ქართუ ჯგუფის“ აქციების 100%. ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის სს „ქართუ ჯგუფის“ აქციონერი და მას არც არანაირი კავშირი არ გააჩნია „ქართუ ჯგუფის“ აქციონერებთან“, - აღნიშნა კრის ვასილიადესმა.

ამასთან, მისივე ინფორმაციით 2012 წლის 30 აპრილამდე „ქართუ ჯგუფის“ აქციონერები „ფინსეკ ლიმიტედი“, „კარპან მენეჯმენტს ლიმიტედი“, „კრისტა ინვესტმენტ ლიმიტედი“, „სარგანს ლიმიტედი“ და ორი ქართული კომპანია იყო. მისივე თქმით, 2012 წლის 30 აპრილს, „ფინსეკ ლიმიტედმა“ მთლიანად გაასხვისა თავისი აქციები „ბენფილდ ინვესტმენტ ლიმიტედზე“, „სანვორს ჰოლდინგს ლიმიტედსა“ და „ჩარვუდ ფაინენს ლიმიტედზე“.
„ასევე, 2012 წლის 30 აპრილს „კარპან მენეჯმენტს ლიმიტედმა“ თავისი აქციების ნაწილი გაასხვისა „ფრენკლენდ ჰოლდინგს ლიმიტედზე“, „როპვინდ ინვერტმენტს ლიმიტედზე“, „ალერდალ ინვესტმენტ ლიმიტედზე“, „ლავენი ჰოლდინგს ლიმიტედზე“, „პადბური ჰოლიდინგს ლიმიტედსა“ და „დროფილდ ინვესტმენტ ლიმიტედზე“.

ადვოკატის ცნობით, 2012 წლის 30 აპრილს „კრისტა ინვესტმენტს ლიმიტედმა“ თავისი აქციების ნაწილი გაასხვისა „ფელვეი ჰოლდინგს ლიმიტედზე“.

2012 წლის 30 აპრილსვე „სარგანს ლიმიტედმა“ თავისი აქციების ნაწილი გაასხვისა „მარსტენ ჰოლდინგ ლიმიტედზე“.

„გვინდა ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ არც ერთი ზემოაღნიშნული კომპანიის მესაკუთრე ბიძინა ივანიშვილი არ არის. თითოეული ამ კომპანიის უკან არის სხვა მესაკუთრე და სხვა აქციონერი“, - განაცხადა „ქართუ ჯგუფის“ უცხოელ აქციონერთა ადვოკატმა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები