თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე საპატრულო პოლიციის შენობაში ოთხი დაკავებული მიიყვანეს, რომელთათვისაც, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთი ხელბორკილი იყო გამოყოფილი. როდესაც საპატრულო პოლიციის შენობაში მყოფი დაკავებული კამერის წინ ორჯერ შეიყვანეს შენობაში დაკავების იმიტაციით, მას ხელბორკილი შეხსნეს და მეორე დაკავებულს დაადეს. ამის შემდეგ უკვე მეორე დაკავებულმა გაიარა ორჯერ „პოლიციურ პოდიუმზე“.
ვიდეო
პალიტრა ტვ