კუდ-ის ახალ უფროსად ახალაიების მარჯვენა ხელი ლევან ქარდავა დაინიშნა
10.07.2012
შსს-ს ინფორმაციით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსად ლევან ქარდავა დაინიშნა. ლევან ქარდავა ამ დრომდეც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში მუშაობდა.
ლევან ქარდავას ძმა მეგის ქარდავა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანია.
ქარდავები შს მინისტრის ბაჩო ახალაიას ახლობლები არიან და უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, ისინი სამეგრელოში განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ.
ცნობისთვის, მეგის ქარდავა, რომლის წინააღმდეგაც ადვოკატები სისხლის სამართლის არაერთი საქმის აღძრვას მოითხოვენ, თავდაცვის სამინისტრომდე ზუგდიდის პოლიციის სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილე გახლდათ. მისი გვარი რამდენიმე გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს, მათ შორის - პატიმარ მალხაზ არქანიას საქმეშიც, რომელსაც ამ დროისთვის საერთაშორისო ორგანიზაციები სწავლობენ.
თავის დროზე არქანიას ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ქარდავა პატიმრის წამებაში უშუალოდ მონაწილეობდა და 2008-2010 წლებში სამეგრელოში მომხდარი ტერაქტების ამ დრომდე გაუხსნელ საქმეში მონაწილეობის აღიარებას აიძულებდა. საუბარია, კერძოდ, 2008 წელს სოფელ მუჟავაში მომხდარ ორ ტერაქტზე, რომელსაც წალენჯიხის გამგებელი მებონია და ადგილობრივი მცხოვრები ცაბულუა შეეწირნენ.
აღსანიშნავია, რომ ტერაქტების ამ დრომდე გაუხსნელი საქმეები ადგილობრივ გამომძიებლებს მძიმე ტვირთად აწევთ.
ადგილობრივი მოსახლეობა კი მეგის ქარდავას სასტიკ და დაუნდობელ ადამიანად ახასიათებს და აცხადებს, რომ იგი თანამდებობრივ უფლებამოსილებას ძალიან ხშირად ბოროტად იყენებდა. ამ კონტექსტში ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა „პირველთან“ საუბარისას პატიმრების ცემის, არაფხიზელ მდგომარეობაში მოსახლეობის უმიზეზოდ დაწიოკების და სხვა ფაქტები დაასახელეს.
მოსახლეობას კარგად ახსოვს ექიმ გოჩა ეხვაიას ცემის ფაქტიც. ქარდავა ექიმს გატაცებული ბავშვის მკურნალობის ფაქტის აღიარებას აიძულებდა, მოგვიანებით კი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სულ სხვა პირი დააკავეს.
მეგის ქარდავას „ოქროს ხანა“ სამეგრელოში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დაიწყო.
საინფორმაციო სააგენტო „პირველი“
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

