კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მცხეთის აქციის მონაწილე სამსახურიდან გაათავისუფლეს

11 ივლისი, 2012

კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, 20 წლის აკაკი ცქიმანაური, რომელიც პირველ ივლისს მცხეთაში „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. 

აკაკი ცქიმანაური დუშეთში, რესტორან „შატილში“ 5 თვის განმავლობაში დამხმარედ მუშაობდა. რესტორნის ადმინისტრაციასთან მას კონტრაქტი გაფორმებული არ ჰქონია და ხელფასს 150–200 ლარს ხელზე უხდიდნენ. აკაკი ცქიმანაური სოციალურად დაუცველი ოჯახის წარმომადგენელია. მისი მამა დუშეთის დასუფთავების სამსახურში მუშად მუშაობს. მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სამსახურიდან გათავისუფლებით მასაც ემუქრებიან, თუ მისი შვილი „ქართულ ოცნებას“ არ ჩამოსცილდება.
 
აკაკი ცქიმანაურმა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრთან კომენტარის გაკეთებაზე უარი სწორედ იმ მიზეზით თქვა, რომ მამამისი სამსახურიდან არ გაუშვან.
 
რესტორანი „შატილი“ ტელეკომპანია „იმედის“ 30 პროცენტიანი წილის მფლობელს, გიორგი კორახაშვილს ეკუთვნის. რესტორანს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დუშეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ზურაბ წყარუაშვილი ხელმძღვანელობს.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები