კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჰიბრიდიული სიმინდის პროგრამით დაზარალებული „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან თვითმკვლელობით იმუქრება

10 ივლისი, 2012

გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში მცხოვრები ნოდარ ლუაშვილი, რომელიც ჰიბრიდული სიმინდის პროგრამით დაზარალდა და ერთადერთი საცხოვრებელი სახლი დაკარგა, პროტესტის ნიშნად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან თვითმკვლელობით იმუქრება.

„ჩვენი გასახლება დროებით შეჩერდა, რაც ჟურნალისტები ჩაერიეთ, მაგრამ სესხს ვერ ვიხდი. არაფერი აღარ გვაქვს გასაყიდი და რამდენიმე დღეში გარეთ გამოგვყრიან. დახმარების თხოვნით ყველა უწყებას მივმართე, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. „ნაცონალური მოძრაობის“ ოფისთან თავი უნდა დავიწვა, რომ ნახოს ხალხმა, რა დღეში ვართ“, – აღნიშნა ნოდარ ლუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნოდარ ლუაშვილმა ჰიბრიდიული სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართვის და უხვი მოსავლის მიღების მიზნით, გასულ წელს 10 ჰექტრამდე ნაკვეთი იჯარით აიღო. ნოდარ ლუაშვილმა აიღო სესხიც, მიწა დაამუშავა, სოფლის მეურნეობის კორპორაციასთან კონტრაქტიც გააფორმა და სათესლე სიმინდის მიღებას ელოდებოდა. კორპორაციამ ის მოატყუა და სიმინდი აღარ მისცეს. გლეხმა სესხის გადახდა ვეღარ შეძლო. რამდენიმე დღის წინ, ის პოლიციის ძალით მოხუც მშობლებთან ერთად სახლიდან გამოასახლეს.

ვიდეო

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები