კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დედოფლისწყაროს გამგეობის თანამშრომელი „ინფო 9“–ის ჟურნალისტს კამერის დამტვრევით დაემუქრა

10 ივლისი, 2012

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ თავწყაროს ტერიტორიული ორგანოს მთავარი სპეციალისტი გიორგი მეხრიშვილი საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“-ის ჟურნალისტს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ვიდეოკამერის დამტვრევით დაემუქრა.

„გეუბნები, მოაშორე აქედან, ნუ იღებ მეთქი,თორემ დაგიმტვრევ ეხლა იცოდე. მოაშორე ეხლავე აქედან, გეუბნები. გესმის თუ არა“, – აღნიშნა მეხრიშვილმა და ჟურნალისტისთვის კამერის წართმევა სცადა.

ჟურნალისტი სოფელ თავწყაროში არსებულ პრობლემებზე სიუჟეტს ამზადებდა და ტერიტორიულ ორგანოში კომენტარის ჩასაწერად იყო მისული.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა განუცხადა, მეხრიშვილს კამერა არ დაუზიანებია და ამ დრომდე მთავარ სპეციალისტად მუშაობს. „დამტვრევასა და მუქარას შორის დიდი განსხვავებაა. მუქარა არ არის მისაღები ჩემთვის, ამიტომ მას საყვედურს მივცემ. ამ შემთხვევაში მხოლოდ საყვედურს მივცემ. ეს პირველი შემთხვევა იყო მისი მხრიდან“, – განაცხადა გამგებელმა.

შეგახსენებთ, რომ თვითონ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტს SANYO-ს ტიპის ვიდეოკამერა 2010 წლის 3 ივლისს დაუმტვრია. მედიაორგანიზაციამ გამგებლისგან ზიანის ანაზრაურება არაერთხელ მოითხოვა, მაგრამ - უშედეგოდ. ამ ფაქტზე პოლიციას გამოძიებაც არ დაუწყია.

ვიდეო

ამ თემაზე:

ამ თემაზე:

„ბიჭო, დაუკრეფავში არ გადამიყვანო“

კახეთის საინფორმაციო ცენტრი დედოფლისწყაროს გამგებლისგან ზიანის ანაზღაურებას ითხოვს

ახალი ამბები