კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თერგი რკინის და ბეტონის კუბოში

11 ივლისი, 2012

ვახო ჭინჭარაული, მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

დარიალის ხეობაში „დარიალი ჰესის“ მშენებლობა მიმდინარეობს. მდინარე თერგი 8 კილომეტრ სიგრძის მონაკვეთზე სადერივაციო არხსა და გვირაბში უნდა მოაქციონ. გარემოსდამცველების შეფასებით, ჰესის ამ სახით მშენებლობა და ოპერირება დარიალის ხეობას და მის ეკოსისტემას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს: აბსოლუტურად შეიცვლება დარიალის ხეობის ლანდშაფტი; პროექტს ასევე ექნება ძალზე მნიშვნელოვანი შეუქცევადი ზეგავლენა „წითელ წიგნში“ შეტანილ ნაკადულის კალმახზე და მდინარე თერგში მის გაქრობას გამოიწვევს.

„დარიალი ჰესის“ მშენებლობის პროექტი ითვალისწინებს მდინარე თერგზე, დარიალის ხეობაში, საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს, 110 მეგავატი დადგმული სიმძლავის დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. დარიალი ჰესი ენერგოსისტემას მიუერთდება დარიალის 110 კვ-იანი ხაზით, რომელიც აერთებს საქართველოსა და რუსეთის ენერგო-სისტემებს. პროექტის თანახმად, გამომუშავებული ელექტროენერგიის ნაწილი მოეწოდება საქართველოს ენერგოსისტემას შიდა მოხმარებისთვის, ნაწილი კი უცხოურ ბაზარზე გავა. პროექტს კომპანია „დარიალი ენერჯი“ ახორციელებს.
 
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ მიაჩნია, რომ „წითელ წიგნში“ შეტანილ სახეობაზე, ნაკადულის კალმახზე, პროექტის ზეგავლენის შესარბილებლად ბსგზშ ანგარიშში შემოთავაზებული ღონისძიება - თევზსავალის მოწყობა - ვერ გააუმჯობესებს ნაკადულის კალმახის ჰაბიტატს. „ამდენად, ძალზე დიდია ალბათობა იმისა, რომ თერგში ნაკადულის კალმახის პოპულაცია პროექტის განხორცილების დაწყებიდან მოკლე ხანში გაქრება. აღნიშნულს ადასტურებს ისიც, რომ არც მშენებლობის ეტაპის და არც ექსპლუატაციის ეტაპის მონიტორინგის გეგმებში არ არის გათვალისწინებული იხთიოფაუნის მდგომარეობის მონიტორინგი. ამას მხოლოდ ერთი ახსნა შეიძლება მოეძებნოს - მიუხედავად ე.წ. „მნიშვნელოვანი შემარბილებელი ღონისძიებისა“, მონიტორინგის ობიექტი და შესაბამისად, მონიტორინგის საჭიროება, უბრალოდ აღარ იარსებებს“, - განაცხადეს „მწვანე ალტერნატივაში“.
 
გარემოსდაცვითი ორგანიზაციისთვის ასევე გაუგებარია, რის საფუძველზე იქნა შეფასებული ჰესის ვიზუალურ-ლანდშაფტური ზემოქმედება ექსპლუატაციის ფაზაზე როგორც „დაბალი“, მაშინ, როდესაც დარიალის ხეობის 8 კმ სიგრძის მონაკვეთზე მდინარე თერგი პრაქტიკულად აღარ იარსებებს. „1.97 მ3/წმ ეკოლოგიური (სანიტარული) ხარჯით ეს იქნება მცირე მდინარე, რომელიც ცივი ზამთრის პირობებში, ძალზე დიდი ალბათობით გაიყინება! გარდა ამისა, სულ 11 კმ სიგრძის დარიალის ხეობის 8 კმ-იანი მონაკვეთი, სამუდამოდ თუ არა, 50 წელზე მეტი ხნით აბსოლუტურად შეიცვლის იერსახეს. ბსგზშ ანგარიშის ავტორებისთვის, ისევე როგორც ნებისმიერი განათლებული ქართველისთვის სიახლეს არ უნდა წარმოადგენდეს ის, რომ დარიალის ხეობა სწორედ მდინარე თერგითაა გამორჩეული; სწორედ ეს მდინარე წარმოადგენდა შთაგონების წყაროს ილია ჭავჭავაძისთვის, ალექსანდრე ყაზბეგისთვის, გრიგოლ ორბელიანისა და სხვა ცნობილი მწერლებისა და პოეტებისთვის. სწორედ ეს მდინარე და მისი მიმდებარე ლანდშაფტი იზიდავდა მოგზაურებს და დღემდე იზიდავს ტურისტებს. პროექტის შემოთავაზებული სახით განხორციელების შემთხვევაში, ხეობა დაკარგავს იმ ფასეულობას, რის გამოც ის დღესაც იზიდავს ტურისტებს; ეს კი, შესაბამისად, აისახება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე (განსაკუთრებით, ადგილობრივ დონეზე)“, - განაცხადეს „მწვანე ალტერნატივაში“.
 
ორგანიზაციამ შენიშვნები და შეფასებები ჰესის მშენებელ კომპანიას ჰესის მშენებლობის დაწყებისთანავე წარუდგინა, თუმცა შენიშვნები არ გაითვალისწინეს. ამასთან, „მწვანე ალტერნატივამ“ დარიალის ჰესის მშენებლობისთვის გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვა სასამართლოშიც გაასაჩივრა, მაგრამ პროცესი წააგო.
 
‎16 ივლისს, 11:00 საათზე, ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“ სტეფანწმინდაში აქციას გამართავს.

ფოტო: თინათინ მოსიაშვილის

ამ თემაზე:
 
ყაზბეგის ეროვნულ პარკს 9 ჰექტარს აჭრიან

ახალი ბუნების ძეგლები დაცული ტერიტორიის 9 ჰექტარის სანაცვლოდ

„დარიალი ჰესი“ კანონის დარღვევით შენდება

დარიალის ხეობა თერგის გარეშე დარჩება

ახალი ამბები