კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მაესტროს“ სატელიტური ანტენები დაყადაღებულია

12 ივლისი, 2012

სივილ ჯორჯია

თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 ივლისს დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ საქართველოში შემოტანილი „დიდი ოდენობით“ სატელიტურ ანტენების დააყადაღების თაობაზე, რაც პროკურატურის თქმით, ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვას უკავშირდება.

„სატელევიზიო ანტენების უსასყიდლოდ გადაცემით ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე, 2012 წლის 20 ივნისს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დადგენილ იქნა, რომ პოლიტიკური ორგანიზაცია „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული კომპანია „ელიტა ბურჯის“ ხელმძღვანელ პირთა დავალებით, კომპანია „მაესტრომ“ საქართველოში შემოიტანა დიდი ოდენობით ანტენები“, – აცხადებს პროკურატურა.

„გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ აღნიშნული ანტენები კვლავ გამოყენებული იქნება მოსახლეობისათვის უსასყიდლოდ გადასაცემად იმავე სქემით, როგორც ეს უკვე განხორციელდა ბოლო დროის განმავლობაში „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიერ“, – აცხადებს პროკურატურა.

„გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ - კომპანიას, რომელიც „გლობალ TV“–ის სახელით არის ცნობილი და მისი თანამფლობელია ბიძინა ივანიშვილის ძმა, დაუმონტაჟებელი სატელიტური ანტენები 21 ივნისს დაუყადაღეს.

ტელეკომპანია „მაესტროს“ დირექტორმა ბაჩო კიკაბიძემ განაცხადა, რომ პროკურატურის ბრალდებები „აბსურდულია“.

მისი თქმით, ტელეკომპანია მაყურებლის რაოდენობის გაზრდის მიზნით გეგმავდა სატელიტური ანტენების „კომერციული პირობებით“ დარიგების აქციას.

„თეფშების დაყენება არც დამიწყია, არც იციან რა პირობით ვუყენებდით თეფშებს. აქ არანაირ უსასყიდლო დარიგებაზე საუბარი არ იყო“, – განაცხადა კიკაბიძემ „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში.

ტელეკომპანიის თქმით, საქართველოში მის მიერ შემოტანილი 10 ათსამდე ანტენა საბაჟოზე ორი დღით გააჩერეს. კიკაბიძის ინფორმაციით, ამჟამად ამ ტვირთის დაყადაღების პროცესი მიმდინარეობს.

კიკაბიძემ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიის წინააღმდეგ განჩინებას გაეცნობა, მისი ადვოკატები აპირებენ გაასაჩივრონ ეს გადაწყვეტილება. „ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს“, – განაცხადა მან.

მთავარმა პროკურატურამ 11 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ მისი ქმედებები „მიზნად ისახავს წინაასარჩევნო პროცესების დაცვას შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისაგან და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას“.

ორიგინალი

ახალი ამბები