კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ ბიზნეს სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობისა და პრაქტიკის კვლევა წარმოადგინა

12 ივლისი, 2012

12 ივლისს სასტუმრო „ამბასადორში“ ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ ბიზნეს სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობისა და პრაქტიკის კვლევის პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციის პირველი ნაწილი დაეთმო ბიზნეს სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების ანალიზის მიმოხილვას, რის შემდეგაც კვლევის ავტორებმა განიხილეს ამ სფეროში გამოვლენილი პრობლემები და შეიმუშავეს რეკომენდაცები. პრეზენტაციის მეორე ნაწილი კი, საგადასახადო და სამეწარმეო დავების განხილვის პრაქტიკას და კვლევის შედეგად  გამოკვეთილი პრობლემების განხილვას მიეძღვნა.

ორგანიზაციის მიერ მომზადებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მეწარმეებს პრობლემებს უქმნის თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ბიზნესის მარეგულირებელ კანონმდებლობაში მრავლადაა ბუნდოვანი ნორმები, რომლის ინტერპრეტაცია შესაძლებელია სხვადასხვანაირად, რაც  ხშირ შემთხვევაში მეწარმეებს დოკუმენტაციის არასწორად წარმოებისა და დაჯარიმების საფრთხის წინაშე აყენებს.

ასევე, ბიზნეს სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის შესწავლამ, ექსპერტებთან ინტერვიუებმა, ამ სფეროში მომუშავე ადამიანთა სამუშაო შეხვედრებმა და ფოკუსური ჯგუფის შედეგების ანალიზმა გამოკვეთა, რომ ბიზნესის მარეგულირებელი კანონმდებლობა დაწერილია რთული ენით, რომლის სწორად გაგება უძნელდება მეწარმეთა უმრავლესობას.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში ძალიან ხშირად და შემჭიდროებულ ვადებში შედის, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ბიზნესის წარმოებას, უფრო მეტიც, უმეტეს შემთხვევაში კანონში შესული ცვლილების არცოდნა მეწარმე სუბიექტების მიერ კანონის უნებლიედ დარღვევის საფუძველი ხდება.

რაც შეეხება სამეწარმეო და საგადასახადო პრაქტიკის კვლევას. საგადასახადო პრაქტიკის კვლევის შედეგად გამოიკვეთა  პრობლემური საკითხები, რომელიც გადასახადის გადამხდელს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს საგადასახადო ორგანოსთან შედარებით.  რაც გამოიხატება სასამართლოზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევაში. კონკრეტულად, საგადასახადო ორგანოები, გადასახადის გადამხდელისაგან განსხვავებით, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან და მას შეუძლია სამივე ინსტანციაში დავა აწარმოოს ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე, რაც არღვევს მხარეთა თანასწორობასა და შეჯიბრებითობას.

რაც შეეხება სამეწარმეო დავებს, სამეწარმეო დავებთან დაკავშირებით კვლევამ ცხადყო, რომ ზოგიერთი საკითხის მიმართ, სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებს შორის შეინიშნება არაერთგვაროვანი მიდგომა, მაშინაც კი, როდესაც ამ საკითხზე დადგენილია უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა.

ცნობისათვის, ორგანიზაცია  კონსტიტუციის 42-ე მუხლი 2011 წლის 1 სექტემბრიდან ახორციელებს პროექტს სახელწოდებით: „ადვოკატირება კომერციული სამართლის გაუმჯობესებისა და იმპლემენტაციისათვის“.  

პროექტი დაფინანსებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ, „სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი სასამართლოსთვის“ ფარგლებში, რომელსაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მეშვეობით. სწორედ ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში მომზადდა „ბიზნეს სფეროს მარეგულირებელი კანონდმებლობისა და პრაქტიკის“ კვლევა.

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ახალი ამბები