22:04, Wednesday, 19.06.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„მედია ჯგუფის“ სახელით მუშაობაში ხელი „სტუდია GNS“-საც შეუშალეს

12.07.2012
„სტუდია GNS“-ის ჟურნალისტს, ვასილ დაბრუნდაშვილს 7 ადამიანისგან შემდგარი კამერებით აღჭურვილი ჯგუფი, რომელიც თავის თავს „მედია ჯგუფს“ უწოდებდა, ზესტაფონში სამი საათის მანძილზე დაყვებოდა და მუშაობის საშუალებას არ აძლევდა.

დაბრუნდაშვილი ამბობს, რომ ის სიუჟეტს ბოლო დროს „მეცხრე არხის“ და სააგენტო „ინფო 9”-ის ჟურნალისტების მუშაობის ხელის შეშლის ფაქტებზე აკეთებს, რისთვისაც ზესტაფონის ცენტრში პოლიციის შენობის მახლობლად რესპონდენტთან ინტერვიუს წერდა.

„რას ფიქრობ კახი კალაძეზე და მის პოლიტიკურ მოღვაწეობაზე? როგორია შენი აზრი „ქართული ოცნების“ შესახებ? რამდენს გადაგიხდიან ამ სიუჟეტში?“- ეს ის კითხვებია, რომელსაც დაბრუნდაშვილს განუწყვეტლივ უსვამდნენ, მაშინაც, როცა ის რესპონდენტს ესაუბრებოდა.

„დამყვებოდნენ ყველგან, ერეოდნენ საუბარში, ცდილობდნენ ჩემს პროვოცირებას. ეს ჩემი აზრით, ჟურნალისტურ საქმიანობაში პირდაპირი ხელის შეშლაა“, - ამბობს დაბრუნდაშვილი.

მისი თქმით, მან იქვე მყოფ პოლიციელებს მიმართა. რადგან პოლიციამ ამაზე რეაგირება არ მოახდინა. მან საპატრულო პოლიციას დაურეკა, რომელიც ორი ეკიპაჟით მოვიდა. ჟურნალისტი იხსენებს, რომ პატრული ორი საათის მანძილზე აფორმებდა ოქმს.

„ბოლოს კი, პატრული ოქმზე ჩემი ხელის მოწერის გარეშე, ყველანაირი ახსნა-განმარტებების გარეშე წავიდა. მითხრეს, რომ მანქანა, რომლითაც ჯგუფი გადაადგილდებოდა ძებნაში გადასცეს. არადა, იგივე მანქანა ჩვენგან ორმოცდაათ მეტრში იდგა“, - იხსენებს დაბრუნდაშვილი.

მისი თქმით, ეს იგივე ჯგუფი იყო, რომელიც „ინფო 9“-ის ჟურნალისტს, ეკა დუგლაძეს დაესხა თავს.

„ერთმა ოპერატორმა მითხრა, რომ მათ მიერ გადაღებული კადრები ინტერნეტ ტელევიზია ITV.ge-ზე გავრცელდება, როგორც ეს ეკა დუგლაძის შემთხვევში მოხდა“, -  აღნიშნავს დაბრუნდაშვილი.

Media.ge-მ ITV.ge-ს პროდიუსერთან თეონა გონგლაძესთან დაკავშირება ვერ შეძლო.

„მეცხრე არხის“ და „ინფო 9“-ის ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა პირების მიერ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები, რომლებიც თავს ტელეკომპანია „რეალ ტვ“-ს, სააგენტო KKinfo.ge-ს (რომელიც ინტერნეტში არ იძებნება), ან „მედია ჯგუფის“ ჟურნალისტებს უწოდებენ 2012 წლის ივნისის ბოლოს დაიწყო.

„ინფო 9“-ის ზესტაფონის ბიუროს ჟურნალისტს ეკატერინე დუგლაძეს საინფორმაციო სააგენტო „მედია ჯგუფის“ ეკიპირებით  7-კაციანი ჯგუფი კამერებით ერთი კვირის განმავლობაში დასდევდა, კითხვებს უსვამდა და მუშაობის საშუალებას არ აძლევდა. გარდაბანში „ინფო 9“-ის ჟურნალისტ, ნინო ბასიშვილს პროვოკაციული კითხვები დაუსვეს და მუშაობის საშუალება არ მისცეს სააგენტო KKinfo.net-ის წარმომადგენლებმა. გურიაში ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ბათუმის ბიუროს ჟურნალისტ ნათია როყვას „რეალ ტივის“ ჟურნალისტი პროვოკაციულ შეკითხვებს უსვამდა და  მუშაობაში ხელი შეუშალა.

თამარ ფარადაშვილი, Media.ge

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
უნდა განადგურდეს თუ არა უკანონოდ მოპოვებული ოპერატიული მასალების არქივი?
უნდა განადგურდეს დაუყოვნებლივ ჯერ კომისიამ შეისწავლოს და მერე განადგურდეს არ უნდა განადგურდეს მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC