კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელეკომპანია „მაესტროს“ მესაკუთრეთა მიმართვა

13 ივლისი, 2012

მედია საშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებს

გავრცელების არეალის გაფართოების მიზნით ტელეკომპანია მაესტრომ 2012 წლის 3 ივლისს დაიწყო პიარკამპანია სახელწოდებით: „მაესტრო ყველა ოჯახში“, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წლის ზაფხულის განმავლობაში რეგიონების მასშტაბით სატელიტური თეფშების მონტაჟი იგეგმებოდა. პირველი სიმბოლური თეფში სოფელ ხანდაკში 3 ივლისს დამონტაჟდა.

2012 წლის 11 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად“, სასამართლოს „ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ შემოტანილი ანტენების დაყადაღების“ მოთხოვნით მიმართა. სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა ზეპირი მოსმენის გარეშე 2012 წლის 11 ივლისსვე განიხილა და დააკმაყოფილა.

საქართველოს პროკურატურა განმარტავს, რომ აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს წინაასარჩევნო პროცესების დაცვას შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისაგან და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას.

ტელეკომპანია „მაესტრო“ აცხადებს, რომ არის დამოუკიდებელი კერძო კომპანია, რომლის ერთადერთი ინტერესი განვითარება და აუდიტორიის გაზრდაა. სატელიტური თეფშების მონტაჟის გადაწყვეტილებაც ტელეკომპანიის ბიზნეს გეგმაა და ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ მისი შეფერხებით მთავარი პროკურატურა და სასამართლო ხელს უშლის „მაესტროს“, როგორც თავისუფალი მედიასაშუალების ზრდა-განვითარებას. შესაბამისად,ზღუდავს საზოგადოების უფლებას, მიიღოს მრავალფეროვანი ინფორმაცია, რაც არჩევნებამდე 2 თვით ადრე განსაკუთრებით მნიშვნელოვან პრობლემად გვესახება.

ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებლები

12.06.2012

ახალი ამბები