00:57, Wednesday, 19.06.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სახალხო დამცველის განცხადება ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელის შეშლასთან დაკავშირებით

12.07.2012

ბოლო ორი კვირის განმავლობაში საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელდა არაერთი ვიდეო ჩანაწერი, რომელზეც ასახულია ნაწილ ჟურნალისტთა მიერ სამუშაო პროცესში სხვა ჟურნალისტებისადმი დაბრკოლებების შექმნა და უპატივცემულო და არაკოლეგიური დამოკიდებულების გამოვლენა.

უდავოა, რომ ნებისმიერი საინფორმაციო საშუალების წარმომადგენელს და  ჟურნალისტს, პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, აქვს უფლება თავისუფლად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, მოიპოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია. თუმცა, აღნიშნული არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას. ამავდროულად აუცილებელად მიმაჩნია ინფორმაციის მოპოვებისას ჟურნალისტებმა დაიცვან ეთიკის ნორმები და პროფესიული სტანდარტები. ჯეროვანი სამართლიანობისა და პატივისცემის დაცვით მოეპყრონ ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს. მით უფრო მიუღებელად ვთვლი სხვა საინფორმაციო სააგენტოებისა თუ მედია საშუალების წამომადგენელთათვის შეურაცხყოფის მიყენებას და მათთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას დაბრკოლებების შექმნას.
  
მოვუწოდებ ყველა  მედიასაშუალებას, მათ წარმომადგენლებსა და მსგავსი საქმიანობით დაკავებულ ყველა პირს, საქმიანობისას მკაცრად დაიცვან პროფესიული სტანდარტები და ეთიკის ნორმები, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომელიც შეურაცხმყოფელია სხვა კოლეგებისადმი, პროვოცირებას უკეთებს კონფლიქტს და ქმნის დაპირისპირების საფრთხეს.

ორიგინალი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
უნდა განადგურდეს თუ არა უკანონოდ მოპოვებული ოპერატიული მასალების არქივი?
უნდა განადგურდეს დაუყოვნებლივ ჯერ კომისიამ შეისწავლოს და მერე განადგურდეს არ უნდა განადგურდეს მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC