კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კოალიცია „სამოქალაქო განვითარებისათვის“ განცხადება „მაესტროს“ სატელიტური თეფშების დაყადაღებასთან დაკავშირებით

12 ივლისი, 2012

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „სამოქალაქო განვითარებისათვის“ წევრი ორგანიზაციების სახელით, გამოვხატავთ შეშფოთებას 2012 წლის 11 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომობის საფუძველზე ტელეკომპანია მაესტროს მიერ შემოტანილი „დიდი ოდენობით“ სატელიტური თეფშების დაყადაღების ფაქტზე, ჩვენთვის სრულიად გაუგებარია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ასეთი პროცესუალური მოქმედება თითქოსდა „მიზნად ისახავს წინასაარჩევნო პროცესების დაცვას, შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისაგან და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლრბის უზრუნველყოფას“.

მიგვაჩნია, რომ როგორც პროკურატურის, ასევე სასამართლოს მოქმედება ცალსახად მიმართულია თავისუფალი მედიასაშუალებების წინააღმდეგ, რაც თავისთავად ხელს უშლის საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციისა და ალტერნატიული აზრის მიწოდებას, მითუმეტეს, მაშინ როდესაც დამოუკიდებელი მედია საშუალებების მუშაობა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სარჩევნო პერიოდში. მიგვაჩია, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება ეჭქვეშ დააყენებს 2012 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და გამჭირვალედ ჩატარებას.

მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას, საქართველოს სახალხო დამცველს საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მკაცრად შეაფასონ აღნიშნული მოქმედება, რათა უმოკლეს დროში უზრუნველყოფილ იქნეს დამოუკიდებელი მედიის თავისუფლება.

კოალიცია „სამოქალაქო განვითარებისათვის“ წევრი ორგანიზაციები:

საზოგადოებრივი დამცველი

არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების კვლევითი ცენტრი

ახალგაზრდები სამართლიანობისათვის

ჯანმრთელი სამყარო

 სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი

ახალი ამბები