კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი პრემიერ-მინისტრისთვის უფლებამოსილების გაზრდას აპროტესტებს

13 ივლისი, 2012

საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში 5 ივლისს შეტანილი ცვლილებებს აპროტესტებს.

როგორც ინსტიტუტის განცხადებაშია აღნიშნული, კანონი ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს, ასევე საქართველოს კონსტიტუციის 78-ე, მე-80 მუხლებს და შეიცავს პოლიტიკურ საფრთხეებს.
ინსტიტუტში მიაჩნიათ, რომ პრემიერის კომპეტენციის ფარგლებში მის მიერვე განსაზღვრულ ნებისმიერ პირს შეეძლება ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის-ბრძანების გამოცემა. ასეთი ფართო უფლებამოსილებები შეიძლება განახორციელოს პირმა, რომელსაც ხალხის მიერ უშუალოდ არჩეულ პარლამენტთან არავითარი შეხების წერტილი არ გააჩნია. სწორედ აქ წყდება ლეგიტიმაციის ჯაჭვი, რაც არღვევს დემოკრატიის პრინციპს.

„კონსტიტუციაში მკაცრად არის გაწერილი, როგორც მთავრობის ფორმირების პროცედურა, ასევე პირთა წრე, რომლებსაც ბრძანების გამოცემის უფლებამოსილება გააჩნიათ. პრემიერის მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც არც ერთ ამ სავალდებულო პროცედურას არ გაივლის და არც ბრძანების გამოცემის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით სარგებლობს, შეუძლია გამოსცეს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები პრემიერის კომპეტენციის ფარგლებში, რაც არღვევს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს. აღნიშნული ცვლილება წარმოადგენს, ასევე, მე-80 მუხლის არამართლზომიერ გვერდის ავლას. ამასთანავე, ის არღვევს 78-ე მუხლის მე-5 პუნქტს", - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტში აცხადებენ, რომ ცვლილება შეიცავს პოლიტიკურ საფრთხეებსაც. პრემიერ-მინისტრს თავისუფლად შეუძლია მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ბრძანების გამოცემის უფლებამოსილების დელეგირება მოახდინოს სხვა პირებზე და ამით საკუთარი პასუხისმგებლობა, როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი, საერთოდ მოიხსნას.

„სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს ცვლილება იძლევა იმის საშუალებას, რომ პრემიერმა „შავი სამუშაო“ შეასრულებინოს სხვებს, თავად კი პასუხისმგებლობა აირიდოს თავიდან. ასევე პრობლემურია, რომ პრემიერ-მინისტრს შეუძლია მის მიერ განსაზღვრულ ნებისმიერ პირს გადასცეს საკუთარი უფლებები, რომელიც შეეხება რეგიონული პოლიტიკის განხორციელებისა და თვითმმართველობის ორგანოებთან მთავრობის ურთიერთობის კოორდინაციას. პრემიერ-მინისტრისთვის კოორდინაციის უფლებამოსილების მინიჭებით ხაზგასმულია ამ საკითხის მნიშვნელობის მაღალი დონე, ხოლო მისი დელეგირება უფრო დაბალი რანგის პირზე, აშკარად ამცრობს საკითხის მნიშვნელობას და საფრთხეს უქმნის თვით კოორდინაციის განხორციელების შესაძლებლობას. სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღების წესის რეგლამენტით მოწესრიგება, პირველ ყოვლისა, აკნინებს პარლამენტის კონტროლის ფუნქციებას მთავრობაზე. ამასთანავე, მთავრობას შეუძლია რეგლამენტის მიღებისას არ განსაზღვროს კვორუმი და სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილება მიანიჭოს დამსწრეთა უმრავლესობას. მრავალპარტიული პარლამენტის კოალიციური მთავრობის პირობებში შესაძლებელია უმცირესობაში მყოფმა რომელიმე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელმა მინისტრებმა მიიღონ სამართლებრივი აქტი მთავრობის სახელით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები