კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამბისტი უშანგი კუზანაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს

13 ივლისი, 2012

მსოფლიოს ერთგზისა და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი, სამბისტი უშანგი კუზანაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებს. როგორც სპორტსმენის განცხადებაშია აღნიშნული, პოლიტიკური დევნა, რაც ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის ეთერში, 2 ივლისს გასულ სიუჟეტში და კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის 26 ივნისისა და პროკურატურის 29 ივნისის შესაბამისი განცხადებებში აისახა, ფონდ „ქართუს“ მიერ მისთვის ჩარიცხულმა პრემიალურმა თანხამ გამოიწვია.

როგორც უშანგი კუზანაშვილი აცხადებს, 19 მაისს, საქართველოს სახელით კიდევ ერთხელ, მოსკოვში იასპარეზა სამბოს ევროპის ჩემპიონატზე და მეხუთედ გახდა ჩემპიონი. ამის შემდეგ, დაბრუნდა საქართველოში და დახმარებისთვის პირადად მიმართა ფონდ „ქართუს“. თხოვნის საფუძველზე, ფონდმა 28 მაისს, საქველმოქმედო პრემიის სახით პირად ანგარიშზე ჩაურიცხა 10 000 დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარებში, მასსა და ფონდ „ქართუს?“ შორის ქველმოქმედების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

„ამ ხელშეკრულების თანახმად, ეს თანხა გაიცა „სპორტული საქმიანობისა და სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად“. რაც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება, მოცემული ფაქტი ამომრჩევლის მოსყიდვად ვერ ჩაითვლება, რადგან ფონდი „ქართუს“ მხრიდან ეს თანხა ჩემთვის წლების მანძილზე გაწეული ერთ-ერთი მორიგი დახმარება იყო და არა - პირველი შემთხვევა. ფონდი ქართუ 2007 წლიდან ყოველთვიურად მირიცხავს 1500 ლარს და ასეთ დახმარებას საზოგადოების არაერთი დამსახურებული წევრი იღებს იმავე ფონდიდან მრავალი წლის განმავლობაში“, - აცხადებს კუზანაშვილი.

ამასთან, როგორც სპორტსმენი აცხადებს, თუ მისთვის ჩარიცხული თანხებით ინტერესდებიან და ეს პოლიტიკური ნიშნით დევნა არ არის, მაშინ ხელისუფლება უნდა დაინტერესდეს მაგალითად, ფონდ „ქართუს“ მიერ ძიუდოში ევროპის ჩემპიონის, „ნაციონალური მოძრაობის“ დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლის - ზაზა კედელაშვილისთვის ჩარიცხული თანხებით, რითაც ის დღემდე სარგებლობს; ასევე დაინტერესდეს კრივის ეროვნული ფედერაციისთვის ჩარიცხული თანხებით, რომლის თავმჯდომარეც პარლამენტარი პეტრე ცისკარიშვილია და სხვა მრავალი ამგვარი საინტერესო ფაქტით.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები