კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოთარ ჩრდილელი: „კალაძის დაცვის წევრი და "ქართული ოცნების" აქტივისტები უკანონოდ დააკავეს“

17 ივლისი, 2012

კახი კალაძის დაცვის წევრი ცოტნე შენგელია და „ქართული ოცნების“ აქტივისტები კახაბერ გოგიაშვილი და ვლადიმერ ჯანეზაშვილი უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, კახი კალაძის პრესსპიკერმა ოთარ ჩრდილელმა განუცხადა.

„სასამართლომ მიიღო არაკანონიერი გადაწყვეტილება.15-დღიანი პატიმრობა შეუფარდა კახაბერ გოგიაშვილს, რომელიც სასტიკად იყო ნაცემი. ეს ადამიანი კიდევ იქით ჩასვეს ციხეში. ამ ქვეყანაში სამართალი სააკაშვილის რეჟიმის დროს არასოდეს იქნება“, - აცხადებს ჩრდილელი.

მისივე თქმით, სასამართლო სასწრაფო წესით ღამის 01:30 საათზე დაიწყო და გამთენიისას, 06:30 საათზე დასრულდა.

„ცოტნე შენგელიას ადვოკატებს საერთოდ არ შეატყობინეს მისი დაკავების ამბავი, ეს ადამიანი სამტრედიაში დააპატიმრეს და გორის პოლიციაში გადმოიყვანეს. საერთოდ არავინ არ იცოდა თუ სად იმყოფებოდა შენგელია. სასამართლო პროცესის მსვლელობის დროს მას ადვოკატი არ ყოლია“, - აცხადებს ჩრდილელი.

მისივე თქმით, სოფელ კარალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებნი, - გიორგი გოჩაშვილი და ლევან მაისურაძე, რომლებსა ასევე 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ, ფიზიკურად უსწორდებოდნენ „ქართული ოცნების“ წევრებს.

სოფელ კარალეთის ინციდენტთან დაკავშირებით 5 პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია შსს-მ დღეს გაავრცელა.

„2012 წლის 11 ივლისს, სოფელ კარალეთში მოხდა ინციდენტი კოალიცია „ქართული ოცნების“ მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. სიტყვიერ შეურაცხყოფას მოყვა ფიზიკური შეხლა-შემოხლა. პოლიციის მიერ ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერის შესწავლის შედეგად იდენტიფიცირებულები და დაკავებულები არიან მომხდარ ფაქტში მონაწილე პირები: შენგელია ცოტნე, გოგიაშვილი კახა, ჯანეზაშვილი ვლადიმერი, გოჩაშვილი გიორგი.

ასევე, დაკავებულია ლევან მაისურაძე, რომელმაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სააგენტო „ინფო 9“-ს ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილს.
გორის რაიონულმა სასამართლომ ხუთივე დაკავებულს მიუსაჯა 15 დღით ა
ადმინისტრაციული პატიმრობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები