კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბადრი ბასიშვილი: „სამართალდამცველებს კახი კალაძე უნდა დაეკავებინათ“

18 ივლისი, 2012

სოფელ კარალეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სამართალდამცველებს უშუალოდ კახი კალაძე უნდა დაეკავებინათ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ლიახვის ხეობის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბადრი ბასიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, გორის სასამართლოს „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ უფრო მკაცრი სასჯელი უნდა გამოეტანა, რადგან სწორედ მათი მხრიდან მოდიოდა პროვოკაცია.

„კოალიცია „ქართული ოცნების“ სამი მხარდამჭერია დაკავებული, თუმცა ინციდენტში მათი მხრიდან გაცილებით მეტი ადამიანი იყო ჩართული და აგრესიაც მათი მხრიდან მოდიოდა. ამიტომ მივიჩნევს, რომ სამართალდამცავ უწყებებს „ქართული ოცნების“ უფრო მეტი მხარდამჭერი უნდა დაეკავებინათ, მათ შორის ამ დაპირისპირების ინიციატორები“, - აცხადებს ბადრი ბასიშვილი.

სოფელ კარალეთის ინციდენტთან დაკავშირებით 5 პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია შსს-მ დღეს გაავრცელა.

„2012 წლის 11 ივლისს, სოფელ კარალეთში მოხდა ინციდენტი კოალიცია „ქართული ოცნების“ მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. სიტყვიერ შეურაცხყოფას მოყვა ფიზიკური შეხლა-შემოხლა. პოლიციის მიერ ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერის შესწავლის შედეგად იდენტიფიცირებულები და დაკავებულები არიან მომხდარ ფაქტში მონაწილე პირები: შენგელია ცოტნე, გოგიაშვილი კახა, ჯანეზაშვილი ვლადიმერი, გოჩაშვილი გიორგი.

ასევე, დაკავებულია ლევან მაისურაძე, რომელმაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სააგენტო „ინფო 9“-ს ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილს.

გორის რაიონულმა სასამართლომ ხუთივე დაკავებულს მიუსაჯა 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ცოტნე შენგელია კახი კალაძის დაცვის წევრია, კახა გოგიაშვილი და ვლადიმერ ჯანეზაშვილი „ქართული ოცნების“ აქტივისტები, ლევან მაისურაძე და გიორგი გოჩაშვილი კი - კარალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებნი.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები