ეუთოს წარმომადგენელი მედიის საკითხებში საქართველოში შეშფოთებულია
19.07.2012
ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩმა 16 ივლისს შეშფოთება გამოხატა „საქართველოში ბოლო კვირების მანძილზე ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის განმეორებითი ფაქტების გამო“ და საქართველოს ხელისუფლებას ამ ფაქტების ზედმიწევნით გამოძიებისკენ მოუწოდა.
„ჟურნალისტებს დაუბრკოლებლად მუშაობის საშუალება უნდა ჰქონდეთ, მიუხედავად იმ მედია საშუალების პოლიტიკური ინტერესისა, რომელსაც ისინი წარმოადგენენ. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა იმის უზრუნველყოფა, რომ მედიის წარმომადგენლებმა თავიანთი პროფესიული მოვალეობების შესრულება ძალადობის შიშის ან სხვა რაიმე ფორმით დაბრკოლების გარეშე შეძლონ“, – ნათქვამია მიატოვიჩის განცხადებაში.
თორმეტზე მეტი ადამიანი დაშავდა ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ აქტივისტებს და ხელისუფლების მხარდამჭერებს შორის 12 ივლისს სოფელ კარალეთში მომხდარი დაპირისპირების დროს. ათი მათგანი ჟურნალისტია, რომელთა შორის არიან ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ და სააგენტო „ინფო–9“–ს ჟურნალისტები, ასევე ტელეკომპანია „თრიალეთის“ ჟურნალისტები, რომლის მეწილე „მეცხრე არხიც“ არის და საინფორმაციო სააგენტოს „შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის“ ჟურნალისტები. იყო სხვა შემთხვევებიც, რომლის დროსაც ამ მედია საშუალებების ჟურნალისტები დევნის შესახებ იტყობინებოდნენ, მათ შორის 26 ივნისს მერეთში მომხდარი დაპირისპირებისას. კარალეთის ინციდენტთან დაკავშირებით 6 ადამიანი დააკავეს და 15–დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს; ერთ–ერთი მათგანი ჟურნალისტზე თავდასხმის გამო იქნა დაკავებული.
მაისში ეუთოს წარმომადგენელს მედიის თავისუფლების საკითხებში საქართველოს მთავრობასთან მიმოწერა ჰქონდა ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის და დევნის შემთხვევებთან დაკავშირებით.
„მე შეშფოთებული ვარ ამ ინციდენტების გამო და ვიმედოვნებ, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ შეცვალოს ეს შემაშფოთებელი ტენდენცია“, – ნათქვამია მიატოვიჩის განცხადებაში.
თავის განცხადებაში მან ასევე წამოწია ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ შემოტანილი, დაახლოებით, 10 000 სატელიტური ანტენის დაყადაღების საკითხი და იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება უარყოფითად არ აისახება მაყურებელთა უფლებაზე თავისუფლად მიიღონ ინფორმაცია.
სივილ ჯორჯია
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
კუდ–ის კახეთის სამმრთველოს ყოფილი უფროსის, ლალიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების ავტომანქანები დააჯარიმეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

