18:31, Thursday, 17.04.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

დატყვევებული თერგი

19.07.2012

გიორგი იორამაშვილი, მცხეთა-მთიანეთი

ჰიდროელექტრო სადგური, რომლის მშენებლობაც დარიალის ხეობაში 2011 წლის სექტემბერში დაიწყო, სავარაუდოდ, რადიკალურად შეცვლის ხეობის დღევანდელ იერსახეს. როგორც მშენებარე ჰესის პროექტშია გათვალისწინებული, დაბა სტეფანწმინდიდან ლარსის გამშვებ პუნქტამდე, სადაც აქამდე მდინარე თერგი მოედინებოდა, მდინარის კალაპოტი შეიცვლება და თერგი დაახლოებით რვა კილომეტრით ასცდება ძველ კალაპოტს.
 
უფრო კონკრეტულად, შენდება 110 მეგავატი დადგმული სიმძლავრის დარიალის ჰიდროელექტროსადგური. პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 8 კმ სიგრძის მონაკვეთზე მდინარის წყლის უდიდესი ნაკადის - 90%-ის - მოქცევას ჯერ სადერივაციო მილსადენში და შემდგომ სადერივაციო გვირაბში. რვაკილომეტრიანი გვირაბი, რომელშიც თერგმა უნდა გაიაროს, მდინარის მარჯვენა სანაპიროზე, ყუროს მთის სამხრეთ ფერდობზე იჭრება. სწორედ ამ გვირაბის საშუალებით ჩავა მდინარე დარიალზე მშენებარე ჰიდროელექტროსადგურამდე. როგორც პროექტის ბანერი გვამცნობს, მშენებლობა 2013 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.

თერგის ძველ ხეობაში კი, რომელშიც აქამდე ეს მდინარე მიედინებოდა, პროექტის მიხედვით, მხოლოდ მცირე რაოდენობის წყლის დატოვება არის გათვალისწინებული. გარემოსდამცველების შეფასებით, თერგი, ფაქტობრივად, დაშრება და სრულიად შეიცვლის ბუნებრივ პირობებს. შესაძლოა თერგის ამ მონაკვეთში წითელ ნუსხაში შეტანილი კალმახიც გადაშენდეს. ამავე დროს, მდინარის კალაპოტის შეცვლამ და ხელოვნურ გვირაბში მდინარის წყლის მასის გატარებამ დაბა სტეფანწმინდიდან ჩრდილოეთით შესაძლოა, გამოიწვიოს კალაპოტში მდინარის ჩამოტანილი ნარიყი მასალის აკუმულირება და თერგის კალაპოტის სახიფათო დონემდე ამაღლება. ამის გამო, შემდგომში საფრთხე შეექმნება მდინარის ახლოს დასახლებულ ადგილობრივ მოსახლეობას. განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დადგება სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი ფანშეთი, რომელიც მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს.
 
მაგალითისთვის, მსგავსი პრობლემის წინაშე, დიდი ხანია, დგას ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, სადაც მდინარე დურუჯის კალაპოტი გადავსებულია ჩამოტანილი ინერტული მასალით, რაც საბოლოოდ შეიძლება, საშიში ღვარცოფის მიზეზი გახდეს. თუმცა, განსხვავება ისაა, რომ ყვარელში არსებული ვითარება ჰესის მშენებელობით არ არის განპირობებული.
 
სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში მშენებარე ჰესი ყაზბეგის დაცული ტერიტორიის რამდენიმე ჰექტარზე განთავსდება. ეს პირდაპირ არღვევდა ჩვენი ქვეყნის კანონს გარემოს დაცვის შესახებ, რის გამოც მშენებლობის „კანონიერების ფარგლებში“ მოსაქცევად, საქართველოს პარლამენტმა კანონში ცვლილებებიც შეიტანა. გარემოსდამცველები ვარაუდობენ, რომ სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბუნებრივ ძეგლზე – ყაზბეგის ეროვნულ ნაკრძალზე ეს მშენებლობა უარყოფით გავლენას მოახდენს.

წინასაარჩევნო ვითარებაში პოლიტიკური პარტიები ეკოლოგიური პრობლემებზე ყურადღებას არ ამახვილებენ. მეტწილად, ამომრჩეველს სოციალური პრობლემების მოგვარებას ჰპირდებიან. არადა, ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც შემდგომში ეკოლოგიური პრობლემების მომტანი იქნება, მოქალაქეთა სოციალურ ყოფაზეც დიდ გავლენას მოახდენს.

ეკოლოგიურ პრობლემებზე მხოლოდ გარემოსდამცველი ორგანიზაციები და მოქალაქეთა მცირე ჯგუფები ამახვილებენ ყურადღებას. 16 ივლისს ჰესის მშენებლობის ადგილას არასამთავრობო ორგანიზაციებმა - „მწვანე ალტერნატივამ“ და „სტეფანწმიდამ“ გამართეს აქცია „გადავარჩინოთ თერგი და დარიალის ხეობა!“.

„მწვანე ალტერნატივა“ და „სტეფანწმიდა“მოუწოდებენ ხელისუფლებას და კომპანია „დარიალი ენერჯის“, შეაჩერონ დარიალიჰესის მშენებლობა იმ დრომდე, ვიდრე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებით, დადგინდება მდინარეში დასატოვებელი წყლის ის ოპტიმალური ოდენობა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ხეობის ლანდშაფტური და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებას, ისე კულტურულ-ეთნოგრაფიულ და ტურისტულ ფასეულობებზე მინიმალურ ზეგავლენას.


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები?
ირღვევა არ ირღვევა არა ვარ ინფორმირებული მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არჩვენებს 2003 წლიდან ვაკვირდები. არც ერთი არჩევნები არ გამომიტოვებია, რასაც ვერ ვიტყოდი ჩემი საარჩევნო ხმის უფლების გამოყენებაზე - ყველა არჩევნებზე, იმის გამო რომ
ვრცლად...
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
პირველად დამკვირვებლის სტატუსით
არქივი
    

რედაქტორის აზრი

პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
ბოლო ხანს მედიაში ერთ-ერთი აქტუალური თემაა პატიმართა პროტესტი გეგუთის კოლონიაში. ასობით პატიმარი პროტესტის სხვადასხვა ზომებს მიმართავს და კოლონიის დირექტორის გადაყენებას მოითხოვს. ისინი საპატიმროს
ვრცლად...
შემოდგომის ბუზი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC