კაბალში გატაცებული გოგონას მშობლები ბავშვის დაბრუნებას ითხოვენ
18.07.2012
ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში მე–9 კლასის მოსწავლე გაიტაცეს. გოგონას მშობლები ბავშვის სასწრაფოდ დაბრუნებას ითხოვენ. როგორც მათ კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, რეაგირებისათვის პოლიციას მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.
„ცოლად შერთვის მიზნით გაიტაცა სახლიდან, ჩვენ შინ არ ვიყავით და მაშინ წაიყვანეს. ის ბიჭიც კაბალში მაცხოვრებელია, მაგრამ არ გვინდა, რომ ჩვენი შვილი მისი ცოლი გახდეს. მაგას ერთი ცოლი უკვე ჰყავდა და გააგდო. პოლიციაში ვიყავით აფენში. უკვე რამდენიმე საათი გავიდა და ყურადღებას არ გვაქცევენ“, – აღნიშნეს გატაცებული გოგონას მშობლებმა.
როგორც ლაგოდეხის პოლიციის აფენის ქვეგანყოფილებაში განმარტეს, გოგონას მშობლები იმიტომ დაობენ, რომ ბიჭის ოჯახს რაც შეიძლება მეტი ფული ან საქონელი გამოართვან. „ამათ წესი აქვთ ასეთი. ქალი რომ მიგყავს, მის ოჯახს ფული უნდა გადაუხადო, ან საქონელი მისცე. ამიტომაც დაობენ“, – განაცხადეს პოლიციაში.
გოგონას მშობლები პოლიციას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ასეთი ტრადიცია ეთნიკურად აზერბაიჯანელებს ნამდვილად აქვთ, თუმცა მათ ბავშვის დაბრუნება უნდათ და არა მეტი სარგებლის მიღება.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
კუდ–ის კახეთის სამმრთველოს ყოფილი უფროსის, ლალიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების ავტომანქანები დააჯარიმეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

