კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადვოკატი აცხადებს, რომ კარალეთის ინციდენტის გამო დაკავებულ „ქართული ოცნების“ წევრებს აწამებენ

20 ივლისი, 2012

კარალეთის ინციდენტის გამო დაკავებულ "ქართული ოცნების" წევრებს წინასწარი დაკავების საკნებში აწამებენ , - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა თედო კობახიძემ განაცხადა. პრესკონფერენციას კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი კახი კალაძეც ესწრებოდა.

კობახიძის თქმით, კახი კალაძის დაცვის წევრს, ცოტნე შენგელიას, რომელიც დაკავების შემდეგ ქუთაისში გადაიყვანეს, სოდ-ის, კუდ-ის და შსს-ს სხვა მაღალჩინოსნები კახი კალაძესთან და საერთოდ, „ქართულ ოცნებასთან“ კავშირის გაგრძელების შემთხვევაში, ოჯახის და პირადად მისი ლიკვიდაციით დაემუქრნენ.

ადვოკატის თქმით, მას შემდეგ, რაც უარი მიიღეს, ხელბორკილი დაადეს და განუცხადეს, რომ პატარა წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაშიც კი ესროდნენ. ამჟამად ცოტნე შენგელია თელავის იზოლატორში იმყოფება და შიმშილობს, რადგან თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს.

როგორც თედო კობახიძე აცხადებს, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იმყოფება „ქართული ოცნების“ აქტივისტი კახა გოგიაშვილი, რადგან დაკავებიდან 3 დღის განმავლობაში მას მხოლოდ წყალს ასმევდნენ, არ აძლევდნენ ძილის საშუალებას და ადვოკატთან დაკავშირების უფლებას. იგი იმყოფება საგარეჯოს წინასწარი დაკავების იზოლატორში.

ადვოკატის თქმით, გოგიაშვილს აიძულებენ, რომ აგინოს ბიძინა ივანიშვილს და კახი კალაძეს. კობახიძის განცხადებით, გოგიაშვილს 3 საათიანი ძილის უფლება მხოლოდ მას შემდეგ მისცეს, რაც მასთან ადვოკატები შევიდნენ. შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია მესამე დაკავებული – ვლადიმერ ჯანეზაშვილი, რომელსაც ჯერ სამართალდამცავების მიმართ მსგავსი პრეტენზიები არ გამოუთქვამს.

როგორც კახი კალაძე აცხადებს, სამივე დაკავებული პოლიტიკური ნიშნით არის დაპატიმრებული და „ქართული ოცნების“ ლიდერები ამასთან დაკავშირებით რეაგირებისთვის მიმართავენ როგორც მთავარ პროკურატურას, ასევე უწყებათაშორის კომისიას და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

15 ივლისს კარალეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა „ქართული ოცნების“ ოთხი აქტივისტი და ორი დევნილი დააკავეს. მათ გორის სასამართლომ 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები