კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსეთ-საქართველოს ომის საბედისწერო შედეგები

20 ივლისი, 2012

ფართომასშტაბიანი განაღმვითი სამუშაოების მიუხედავად, შიდა ქართლში ფერმერები დღემდე პოულობენ აუფეთქებელ საბრძოლო მასალებს. საქართველოსა და რუსეთს შორის გამართული ხანმოკლე ომიდან ოთხი წლის შემდეგ აუფეთქებელი საბრძოლო მასალების პოვნა ზოგჯერ ფატალური შედეგით მთავრდება.

შიდა ქართლის მოსახლეობა, განსაკუთრებით კი  საქართველო-სამხრეთ ოსეთის „ადმინისტრაციულ საზღვართან“ ახლოს მცხოვრები პირები დღემდე რისკის ქვეშ ცხოვრობენ. ომის შემდეგ არაერთი განაღმვითი საუშაო ჩატარდა, თუმცა გაუნაღმავი სამხედრო მასალების აფეთქების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა კვლავ ზიანდება და იღუპება.

ორი აფეთქების შედეგად, წელს ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა ადამიანი დაიჭრა, ახალგორის მიმდებარე ტერიტორიზე.

აღნიშნული საკითხი ქართულ და ოსურ მხარეებს შორის განიხილებოდა ევროკავშირისა და ეუთოს მიერ დაფინანსებულ, ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშო ჯგუფის შეხვედრების ფარგებში.  შედეგად, საზღვრისპირა სოფლებში განაღმვითი სამუშაოები აღდგა. თუმცა, საზღვრის მოშორებით მცხოვრები მოსახლეობა აცხადებს, რომ მათაც ძალიან სჭირდებათ დახმარება. 

2008 წლის აგვისტოს ომის განმავლობაში და შემდგომ, კასეტური ბომბების აფეთქებების შედეგად, დაიღუპა და დაზიანდა სამოცდაათი სამოქალაქო პირი. ინცინდენტებმა სოციალურ-ეკომომიკური ზიანიც გამოიწვია.

კასეტური ბომბები ერთ-ერთი ყველაზე ლეტალური იარაღია, რომელიც უამრავ მცირე ზომის ფეთქებად ნივთიერებასა და ბომბებს შეიცავს.

„წითელი ჯვრის“ განცხადებით, 2008 წლის ომის დროს, კასეტური ბომბები გამოიყენა როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა. აღსანიშნავია, რომ იმ დროისათვის  საერთაშორისო თანამეგობრობა კასეტური ბომბების აკრძალვაზე მუშაობდა.

ნინო ჩიბჩიური, http://iwpr.net 

ვიდეო

ახალი ამბები