კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სკოლის მასწავლებელმა ბიძინა ივანიშვილს სთხოვა, მის სახლში არ შესულიყო

24 ივლისი, 2012
ვაჩნაძეანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ელზა პარკაულმა, სტიქიით დაზარალებულ სოფელში მყოფ „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს სთხოვა, მის სახლში არ შესულიყო. „არ შემოხვიდეთ გთხოვთ, სამსახურიდან გამათავისუფლებენ“, – მიმართა ელზა პარკაულმა ივანიშვილს. 

კოალიციის ლიდერმა მასწავლებლის თხოვნა გაიზიარა და ეზოში არ შევიდა. „არ გვინდა კიდევ ერთი ადამიანი დარჩეს უმუშევარი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ელზა პარკაულის საცხოვრებელ სახლს სტიქიის შედეგად სახურავი მთლიანად გადახდილი აქვს. გადახურვის სამუშაოები მის სახლში ამ დრომდე არ მიმდინარეობს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები